სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როგორ შეიძლება სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება - ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მაგალითი
03-04-2018
-
+


ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მსოფლიო საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე გასვლითი გაკვეთილით აღნიშნეს.

სკოლის IVა კლასის მოსწავლეები პედაგოგ მარიკა კოჩაძის ხელმძღვანელობით ქუთაისის მეოცე საქალაქო ბიბლიოთეკის ფილიალს ესტუმრნენ. 

ბიბლიოთეკის გამგე ნინო ლეკვეიშვილი ბავშვებს მსოფლიო საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის დაარსების შესახებ ესაუბრა.

ბიბლიოთეკარები მაია ლანჩავა და ელისო მანაგაძე მოზარდებს სასურველი ლიტერატურის შერჩევაში დაეხმარნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა რამდენიმე ნაწარმოები წაიკითხეს და წაკითხულის ირგვლივ დისკუსია გამართეს, გაიხსენეს მათთვის ცნობილი საყვარელი საბავშვო ავტორები და მათი შემოქმედება, იმღერეს მათ ლექსებზე შექმნილი სიმღერები. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დღემ პოზიტიურად და დინამიურად ჩაიარა.

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე 2 აპრილს, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეზე აღინიშნება.

საბავშო წიგნის დღესასწაული 1967 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ - „ახალგაზრდული და საბავშვო წიგნების საერთაშორისო საბჭო“ დააარსა. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება