| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილეს საჯარო და კერძო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, საბავშვო ბაღების გაერთიანებებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტისა და გადამუშავებული ტექნიკური რეგლამენტების საჯარო განხილვების შედეგად მიღებული უკუკავშირი, ასევე საკითხები, რომელთა იდენტიფიცირებაც განხორციელდა განხილვების პროცესში და საჭიროებდა კოორდინირებული გადაწყვეტილების მიღებას საკოორდინაციო ჯგუფის მხრიდან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი მსოფლიო ბანკის პროექტი I2Q-ს, UNICEF-ის პროექტის, Civitas Georgica-სა და საბავშვო ბაღების მხარდამჭერი ასოციაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში განხილული და შეჯერებული საკითხები ასახული იქნება ავტორიზაციის სტანდარტებისა და გადამუშავებული ტექნიკური რეგლამენტების სამუშაო ვერსიაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას