სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამატებითი ჩარიცხვებისთვის მიმართეთ სამინისტროს - დეტალები
09-09-2022
-
+


პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, რომლებიც 2022 წელს დარეგისტრირდნენ უმაღლეს და/ან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ გამოცხადდნენ ტესტირებაზე შემდეგი მიზეზების გამო:

იმყოფებოდნენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

იმყოფებოდნენ საკარანტინო ზონაში;

იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

იმყოფებოდნენ სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

შესაძლებლობა აქვთ, 2022 წლის 12 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

პირებმა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საბაზო და საშუალო პროფესიულ პროგრამებზე და მონაწილეობას იღებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ შიდა შერჩევებში (მოტივაციური გასაუბრება, შემოქმედებითი და სპეც. ტურები, დაწესებულების შიდა ტესტირება, პრაქტიკული სამუშაო შემთხვევები, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საბაზო ზოგადი უნარების ტესტი და ა.შ), ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

წლევანდელ პირველ კლასში ოთხი მოსწავლე ჩაირიცხა - ბოლო წლების განმავლობაში ეს კალის საჯარო სკოლის ისტორიაში პირველად მოხდა

„ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე ახალი აღმოჩენების, ცოდნის, მეგობრობისა და ბედნიერი მოგონებების მომტანი ყოფილიყოს!„

პირველკლასელებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ლეილა ქოჩორაშვილმა

სკოლის დირექტორმა, ლალი წულაიამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება