| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეა. 2010 წლიდან 2 აპრილი საქართველოშიც აღინიშნება.
ამ დღისთვის, თბილსის 72-ე საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებმა თავიანთ თანატოლებთან ერთად სპეციალური პროგრამა მოამზადეს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.
2013 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საჯარო სკოლებში, საჭიროების შემთხვევაში, ინტეგრირებული კლასები იხსნება, სადაც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ. ერთ-ერთი ასეთი კლასი თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
პროგრამის მიზანია, საჭიროების შესაბამისად, უზრუნველყოს სენსორული (სმენა) პრობლემების, საშუალო, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევის, აუტიზმის სპექტრის მქონე და ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლეებისათვის მათ საჭიროებაზე მორგებული საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება.
აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის შესაბამისი ინვენტარით, თვალსაჩინოებებითა და დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვილი ინტეგრირებული კლასი ფუნქციონირებს საქართველოს 8 საჯარო სკოლაში. თოთოეულ კლასს ემსახურება ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, საგნის მასწავლებელი, რომლებიც როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად მუშაობენ ინტეგრირებული კლასის მოსწავლეების აკადემიური და ფუნქციური უნარების გაუმჯობესებაზე, საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება