სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კომპლექსური დავალების 9 წესი, რომელიც ყველა პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს - სამინისტრო განმარტავს
08-09-2022
-
+


ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს ხუთ საგანმანათლებლო პრინციპს, რომელსაც სასწავლო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს. ეს პრინციპებია: აქტიური სწავლა, წინარე ცოდნაზე დაფუძნებით ახალი ცოდნის კონსტრუირება, ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება, ცოდნის სამ კატეგორიაში გააზრება, სწავლის-სწავლა. ეს პრინციპები სასწავლო პროცესში ბუნებრივადაა დაცული, თუკი მასწავლებელი სწორად აყალიბებს კომპლექსური დავალების პირობასა და მისი განხორციელებისას იცავს შემდეგ წესებს:

• კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა რამდენიმე (მაგ.; 5-6) გაკვეთილს მოიცავს;
• კომპლექსურ დავალებაზე მუშაობს ყველა მოსწავლე. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს კომპლექსური დავალების პირობის ადაპტირება კონკრეტული მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებზე (მაგ.
შეიძლება შეიცვალოს დავალების წარმოდგენის ფორმა, შეიძლება შეიცვალოს კრიტერიუმების რაოდენობა, გამარტივდეს სასწავლო რესურსი და სხვა);
• ყველა მოსწავლემ პირველივე გაკვეთილზე უნდა იცოდეს, რა კომპლექსური დავალების შესრულებას ეძღვნება მომდევნო გაკვეთილები;
• ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ თითოეულ მათგანს მოსთხოვს მასწავლებელი შესრულებული კომპლექსური დავალების წარდგენას;
• კომპლექსური დავალების პირველი ეტაპი ეძღვნება კომპლექსური დავალების ფორმას: აუცილებელია, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიგონ, რა ფორმით მოეთხოვებათ შესასწავლ საკითხთან მიმართებით საკუთარი ცოდნის წარმოჩენა;
• შეკითხვის ფორმით ჩამოყალიბებული კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები ეტაპების როლს თამაშობს სწავლების პროცესში;
• სასწავლო პროცესში ყველა აქტივობა უკავშირდება კომპელქსური დავალების შესრულებას. ეს არის „ტრადიციული სასწავლო პროცესის“ ჩანაცვლება და არა ახალი ელემენტის დამატება არსებულ სასწავლო პროცესზე. ამდენად, ყველა აქტივობა, სავარჯიშო, საშინაო თუ საკლასო დავალება ემსახურება კომპლექსური დავალების შესრულებას;
• კომპლექსური დავალება საკლასო აქტივობებია და არა მოსწავლისთვის დამოუკიდებელი სამუშაოს სახით მიცემული დავალება/საშინაო დავალება. დაუშვებელია, მოსწავლემ მასწავლებლის დახმარების/ფასილიტაციის გარეშე იმუშაოს კომპლექსურ დავალებაზე;
• არ არის საკმარისი, მოსწავლემ უბრალოდ შეასრულოს კომპლექსური დავალება. დავალებაზე მუშაობისას და/ან საბოლოო წარდგენისას მან უნდა აღწეროს, რა პროდუქტი შექმნა, როგორ წარიმართა სამუშაო პროცესი, ახსნას რატომ შეასრულა დავალება ამ და არა სხვა სახით, შეაფასოს საკუთარი ნამუშევარი, დაუკავშიროს ის მის ან თანაკლასელების მიერ სხვადასხვა დროს
შესრულებულ დავალებებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება