სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ ბედნიერ სტუდენტობას“- ოზურგეთის N2 სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩარიცხვას ულოცავს
06-09-2022
-
+


ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები დიდი წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

მათმა ნაწილმა 50, 70 და 100%-ანი სახელმწიფო დაფინანსებაც მიპოვა. 

100%-ანი დაფინანსება ანი ღელეყვამ და მარიამ გიორგაძემ, 70%-ანი ელენე ტაკიძემ, ლეო თოიძემ, მარიამ კიკვაძემ, მარიამ რუხაძემ და მარიამ თევდორაძემ, ხოლო 50%-ანი ნუცა ღლონტმა, თიკა ქუტიძემ, აჩი ხომერიკმა, ვაკო ძნელაძემ, ლანა დობორჯგინიძემ, ჯემალ გელაშვილმა, ნინი ეცადეშვილმა, თაზო სიორიძემ, ლიზი კიღურაძემ, გიორგი რატიანმა და
მარიამ ბურჭულაძემ დაიმსახურეს. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, დირექტორი ფატიმა სიორიძე კურსდამთავრებულებს წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს.

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უდიდესი სიხარული და ბედნიერება მოგვიტანა. ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავთ ჩვენ საყვარელ მოსწავლეებს, ყველა პედაგოგსა და მშობელს, ვისაც წვლილი მიუძღვის მათ წარმატებებში. გისურვებთ ბედნიერ სტუდენტობას და წარმატებებს მომავალშიც“,- წერს სკოლის დირექტორი ფატიმა სიორიძე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება