სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-04-2018
-
+


ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლას საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ალვარო ბორგჰი თანმხლებ პირებთან ერთად ესტუმრა.

ვიზიტი ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიების მიზანი იყო ქართველი მოსწავლეებისთვის შვეიცარიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.

სკოლის მოსწავლეებმა ფრანგული ენის პედაგოგ ქეთი ხვედელიძის ხელმძღვანელობით  ღონისძიება - Qui ne cherche pas d'amis est son propre ennemi („ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“) გამართეს.

მოსწავლეებმა სლაიდების საშუალებით, ფრანულ ენაზე საქართველოსა და შვეიცარიის საერთო მახასიათებლების აღწერით მრავაფეროვანი თემატიკა წარმოადგინეს.

ღონისძიებაზე რამდენიმე მუსიკალური ნომერი შესრულდა, რამაც სტუმართა მოწონება დაიმსახურა.

საღამოს დასასრულს, ალვარო ბორგჰიმ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სტუმარი დაასაჩუქრა სკოლამაც.

საღამოს, სკოლის ფრანკოფონი მოსწავლეები სკოლის დირექტორ მიხეილ გიორგაძესთან და ფრანგული ენის პედაგოგთან ერთად, ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, კონოთეატრ საქართველოში გამართულ, კლოდ ბარასის შვეიცარიული ანიმაციური ფილმის - „ყაბაყის ცხოვრება“ ჩვენებას დაესწრნენ.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო, კანადის საელჩო და რუმინეთის საელჩო, მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად აღნიშნავენ.

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 20 მარტს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება