სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

12 საათზე აბიტურიენტები საბოლოო შედეგებს გაიგებენ
25-08-2022
-
+


დღეს, 25 აგვისტოს, 12:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე საშუალება ექნებათ იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. 
 
შეგახსენებთ, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. 
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26  აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. ცენტრი ასევე შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ ნებისმიერი ცვლილების შეტანის  შემთხვევაში (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და  მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება.
 
2022 წელს 116 900-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 881.  წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შედეგი. შეფასება შეიცვალა სულ 1 546 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1,32 %-ია. ქულა მოემატა 1 512 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 34 ნაშრომის შემთხვევაში. 
 
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე,  აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება