სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2 საგამოცდო დავალება, რომლებმაც სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლები „ჩაჭრა“
28-08-2022
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდაზე გასული მასწავლებლები მიღებული შედეგების გამო უკმაყოფილებას არ მალავენ. პედაგოგების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ნაშრომები შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ობიექტურად არაა გასწორებული. შედეგებით ყველაზე მეტად უკმაყოფილოები ის მასწავლებლები არიან, ვინც ტესტის I ვარიანტი წერა.

სოციალურ ქსელში მასწავლებლები საკუთარ ნაშრომებს საჯაროდ აზიარებენ და კოლეგებისგან ითხოვენ შეფასებას. როგორც აღმოჩნდა, იმ მასწავლებლების უმრავლესობას, რომლებმაც პროფესიული უნარების I ვარიანტი წერა, N27 და N31 დავალებების შეფასებაში 0-0 ქულა უწერია მაშინ, როდესაც N27 დავალება 3-ქულიანი იყო N31 კი 4-ქულიანი. მასწავლებლები 0 ქულით შეფასებას არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ ნაშრომში მინიმუმ 1-2 ქულას იმსახურებდნენ.

გთავაზობთ პროფესიული უნარების იმ 2 საგამოცდო დავალებას, რომლებმაც მასწავლებლები „ჩაჭრა“. აქვე გიზიარებთ შეფასების კრიტერიუმებს, თუ რის საფუძველზე გასწორდა აღნიშნული დავალებები.

დავალება N27

მაქსიმალური ქულა - 3

„ჩემი კლასელების ფანტაზიას ბოლო არ უჩანდა: ერთ დღეს ჩვენივე შეკერილი ტანსაცმლით მოვედით, მეორე დღეს ყველამ თავისი შინაური ცხოველი მოიყვანა... მესამე დღეს ლექსები ვწერეთ, მეოთხე დღეს საკუთარ თავს სახელი შევურჩიეთ და მთელი კვირა ჩვენივე მოფიქრებული სახელები გვერქვა; კიდევ სხვა დღეს ველოსიპედის ტარება გვასწავლეს... და ბოლოს: – ტიტა, შენ რას შემოგვთავაზებ? - განსაკუთრებულს ვერაფერს ვფიქრობდი და მასწავლებელს საცოდავი სახით შევაჩერდი. ჩემი გამოისობით ხვალ ჩვეულებრივი გაკვეთილი არ აგვცდებოდა. – ტიტა? – ვერაფერს ვფიქრობ, მასწ. კლასმა ამოიოხრა. – კარგი, ხვალ ჩვეულებრივი გაკვეთილი გვექნება, ზეგამდე რამე მოიფიქრე. მაგრამ მდგომარეობა არც ზეგ შეიცვალა და არც მაზეგ.“

− აღწერეთ სტრატეგია, რომელიც უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ დაეხმაროს მოსწავლეს პრობლემის დაძლევაში.
− დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.

დავალება N31

მაქსიმალური ქულა - 4

მონაცემთა ანალიზი 2006 წლიდან საქართველო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებაში, მათ შორის, წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS). აღნიშნული კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს სკოლებში აუცილებელია მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაზე ზრუნვა. PIRLS-ის კვლევის შედეგად მიღებული ერთ-ერთი შედეგი ასახულია დიაგრამაზე:

გააანალიზეთ დიაგრამაზე ასახული მონაცემები:

− წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით გამოკვეთეთ საკითხი და გამოიტანეთ დასკვნა.

− აღწერეთ სტრატეგია, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს თქვენ მიერ დასკვნაში ხაზგასმულ საკითხზე მუშაობაში.

− დაასაბუთეთ, როგორ შეუწყობს ის ხელს სწავლის ეფექტიანობას.

გაეცანით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შეფასების კრიტერიუმებს, თუ როგორ და რის მიხედვით შეფასდა პედაგოგთა 3 და 4-ქულიანი ნამუშევრები.





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება