სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო  უნივერსიტეტმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
23-08-2022
-
+


ქუთაისის ოპერის თეატრში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება და საზეიმო დახურვა გაიმართა. ღონისძიებაზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი  ახალგაზრდები გამოვლინდნენ.  ასევე დასახელდნენ საპატიო სიგელის მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. 

ოქროს მედლის მფლობელები ბრაზილიის, ბულგარეთის, კანადის გერმანიის, ინდოეთის, ირანის, ყაზახეთის, კორეის, რუმინეთის, სინგაპურისა და აშშ-ის წარმომადგენლები გახდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი თეორიულ ასტროფიზიკაში კანადელ იეჰუნ ჰუს , ხოლო საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური  ობსერვატორიის სპეციალური პრიზი დაკვირვებით ასტრონომიაში კი ინდოეთის წარმომადგენელს გადაეცა. 

ოლიმპიადა წარმატებით დაასრულა საქართველოს ნაკრებმა. ორი ქართველი მონაწილე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ორს კი საპატიო სიგელი გადაეცა.

„ძალიან გვიხარია, რომ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე  საქართველოს ნაკრებმა მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებას. ნაკრების ხუთი წევრიდან ოთხმა აიღო სპეციალური ჯილდო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიადა მასპინძლობს საქართველო. იმედი გვაქვს, ასეთი ღონისძიებები ახალგაზრდებს  პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება“,-აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„შეჯამდა ოლიმპიადის გავლილი ყველა აქტივობა. დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან ღონისძიების ორგანიზებამ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა“,-განაცხადა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა  გიორგი ხომერიკმა.

ასტრონომიისა და ასტროფიზიის საერთაშორისო ოლიმპიადას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობა მიიღო 250 ახალგაზრდამ მსოფლიოს 46 ქვეყნიდან.  დამამთავრებელი კლასების წარმატებულმა მოსწავლეებმა, სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს. 

IOAA-ს მთავარი მიზანია ასტრონომიისა და მასთან დაკავშირებული STEM საგნების მიმართ მზარდი ინტერესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების გზით და სხვადასხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და სკოლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით. 

ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება