სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აპელაციის შემდეგ შესაძლოა ქულა დაგაკლდეთ - როდის ბრუნდება გასაჩივრებისთვის გადახდილი 50 ლარი უკან
22-08-2022
-
+


მასწავლებლობის მსურველებსა და პედაგოგებს გამოცდაზე მიღებული შედეგის გასაჩივრება 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.

გამოსაცდელს უფლება აქვს, მოითხოვოს როგორც მთლიანი საგამოცდო ფურცლის განმეორებით შემოწმება, ასევე რამდენიმე დავალების გადახედვა (რომელშიც ფიქრობს, რომ ქულა აკლია).

აპლიკანტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საგამოცდო ფურცელი სათანადო შესწორებული არაა, შედეგების გასაჩივრებას გეგმავენ, თუმცა სანამ სააპელაციო განაცხადს შეავსებთ, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, აპელაციის შემდეგ ქულა არათუ მოგემატოთ, დაგაკლდეთ.

ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის წესი კანონითაა განსაზღვრული. დოკუმენტის მიხედვით:

„საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) აპლიკანტისთვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) აპლიკანტისთვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) აპლიკანტისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

როდის გახდება ცნობილი აპელაციის შედეგები?

კომისიას მიღებული განცხადებების განსახილველად 20 კალენდარული დღე აქვს. საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას, მისი მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

„საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები, საგამოცდო ბარათის კოდის გამოყენებით, ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის“.

ცნობისთვის, სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე გამოსაცდელმა საფასური - 50 ლარი უნდა გადაიხადოს. ქულის ცვლილების, მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაგიბრუნდებათ.

იხილეთ ასევე: მასწავლებლებისთვის აპელაციები დაიწყო - რა დაგიჯდებათ შედეგის გასაჩივრება?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება