| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლებისთვის ახალი სასწავლო წლიდან ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა გამარტივდება, კერძოდ, ჟურნალი საღამოობით აღარ გაითიშება, მონაცემები კი სისტემაში მომენტალურად აისახება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს მიმართავს, კიდევ რა სიახლეს ისურვებდნენ ელექტრონულ ჟურნალში. მასწავლებლები კი „ემისს“ რეკომენდაციებს აძლევენ.
რისი შეცვლა სურთ პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში? გიზიარებთ მასწავლებელთა კომენტარებს:
„ვისურვებდი, დაწყებით კლასებში განმავითარებელი შეფასების ველი გააქტიურდეს.“
„დამოუკიდებელ კომპონენტს დაარქვით საშინაო დავალება, როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია, კანონმდებლობის მიხედვით“.
„ერთი თვის თუ არა, ერთი კვირის ნიშნების გრაფას ერთდროულად რომ ვხედავდეთ, უფრო უკეთესი იქნება“.
„მობილურის აპლიკაცია ისევ გაააქტიურეთ, ბევრად მოსახერხებელია“.
„როცა კალენდარში რომელიმე რიცხვის ნახვა გვინდა გვიწევს თითო-თითოდ გაკვეთილის გადაფურცვლა. კარგი იქნებოდა ჩამოსაშლელი კალენდარი, სადაც თავად მოვნიშნავდით კონკრეტულ რიცხვს და ზუსტად იმ თარიღზე გადავიდოდით“.
„კარგი იქნება ასევე, ელ.ჟურნალში მოსწავლის ნიშნების დანახვა ერთ სიბრტყეზე ხდებოდეს, როგორც მატერიალურ ჟურნალში“.
„ჟურნალში შესასვლელად ყველა მცდელობისას კოდს რომ ითხოვს სისტემა, ესაც ძალიან დიდი დისკომფორტია.“
„სავალდებულო შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა ჩააშენეთ ესგ-ს მიხედვით, თითოეულ საგანზე კლასების და საგნების შესაბამისად“.
„მატერიალურ ჟურნალს რომ დაამსგავსოთ... მარტივად რომ შეგვეძლოს ძველი შეფასებების გადახედვა“.
„სავალდებულო შემაჯამებელი რაოდენობება ფიქსირდებოდეს ცხრილის შეტანასთან ერთად; შემაჯამებელი დავალებების გვერდი იყოს ცალკე, დამოუკიდებელ ჩანართათ. თუ მოსწავლეს არ ექნება შესრულებული სავალდებულო რაოდენობა - აუცილებლად აღნიშნოს სისტემამ. დისტანციური - დასწრებული სწავლისას იყვენენ მოსწავლეები, რომლებიც ვერ დაემთხვენენ შემაჯამებელ დავალებებს ვერსად და არც ფიქსირდებოდა, რომ არ შეასრულეს - იქნებ ესაც მოგვარდეს“.
„კარგი იქნება, როგორც საპილოტე პროგრამაში ჩანდა მთელი კლასის მთლიანი სემესტრის ნიშნები, ისევ ისე ჩანდეს“.
„განმავითარებელ კომენტარს თავად რომ წერდეს სოლოს შესაბამისად, მოსანიშნი კომპონენტების მიხედვით, თემების მიხედვით გვექნება მზა შაბლონები“.
„კარგი იქნება თუ შევძლებთ მონაცემების (ნიშნები და არა) ექსელი ფორმით ამობეჭდვას“.
პედაგოგები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ არ აქვთ კომპიუტერების შეძენის საშუალება და სკოლების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას ითხოვენ.
იხილეთ ასევე: სექტემბრიდან ელექტრონული ჟურნალი საღამოობით აღარ გაითიშება - კიდევ რა იცვლება სისტემაში
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება