სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„წარმატებისთვის უნდა იბრძოლო“ - გოჩა ტყეშელაშვილი ჩხოროწყუს მერთან ერთად, ბეშკენაძეების SUPER-ოჯახს ესტუმრა
22-08-2022
-
+


„ეტალონისა“ და izrune.ge-ს უპრეცედენტო ONLINE პროექტმა, პირველივე გადაცემიდან, უამრავი გულშემატკივარი, მეგობარი შეიძინა და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს SUPER ოჯახები ერთ-ერთი წარმატებული გადაცემა-თამაშია, რომელიც ყველა ასაკის ბავშვს აერთიანებს, მშობლებს აახლოებს და ოჯახური წარმატებით ტკბობის საშუალებასაც აძლევს.

საქართველოს SUPER ოჯახები - უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, ათასობით ოჯახი გააერთიანა და საქართველოს საზღვრებსაც კარგა ხანია გასცდა.

გადაცემის წამყვანი, პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი გახლავთ, რომელმაც საქართველოს SUPER-ოჯახების გადაცემების დაწყებისთანავე დააანონსა, რომ იქნებოდა სიხარული, ჟრიამული და ერთად ყოფნის ბედნიერებით გამოწვეული მხოლოდ დადებითი ემოციები! ასეც მოხდა, თუმცა მხოლოდ ონლაინ-ფორმატით არ შემოვიფარგლეთ და ბატონმა გოჩამ გადაწყვიტა, ჩხოროწყუს მერთან, დავით გოგუასთან და ჩხოროწყუს საკრებულოს წევრთან ჯუმბერ იზორიასთან ერთად პირადად წვეოდა ბეშკენაძეების SUPER-ოჯახს.​

საქმე ის გახლავთ, რომ ოჯახის უმცროსი წევრები - ლუკა და ანასტასია ბეშკენაძეები დიდი ხანია izrune.ge-ს პროექტში არიან ჩართულები, სიხარულით გადიან თითოეულ ტესტს და საკუთარი ბრწყინვალე შედეგებით ახარებენ ოჯახსაც და უსაყვარელს მასწავლებლებსაც. 

მოგვიანებით, ბავშვების დედამ, ქალბატონმა ბელა ჭილაიამ etaloni.ge-ს საკუთარი შთაბეჭდილებები, ემოციები გაუზიარა და ისიც აღნიშნა, რომ სწორედ ყველაზე მზრუნველი პროექტის დამსახურებით დღეს მისი შვილების საუკეთესო მეგობარი წიგნია:

„პირველ ყოვლისა izrune.ge-ს მნიშვნელობაზე უნდა ვისაუბრო, რომელიც ჩვენი შვილების მოტივატორი და წარმატების საფუძველია. სწორად შერჩეული პროგრამა, საოცარი პროფესიონალიზმით შერჩეული კითხვები... ვერ წარმოიდგენთ, როგორი ხალისით გადიან ტესტებს ბავშვები“, - განაცხადა ქალბატონმა ბელამ და დასძინა, რომ გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობა, უდავოდ, დიდი საჩუქარია:

„ბატონი გოჩას ჩამოსვლა უდიდესი პატივია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის... გულწრფელად ვამბობ - ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს... მადლობა izrune.ge-ს ასეთი შესაძლებლობისთვის... ბავშვები ყოველ ხუთშაბათსა და შემაჯამებელ ტესტს მოუთმენლად ელიან; შეიცვალა მათი დამოკიდებულება სწავლისა და კითხვისადმი... მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“.

ზოგადად, განათლება მათ ოჯახში უმნიშვნელოვანესია, თავად ქალბატონმა ბელამ, როგორც გვიამბო, 15 წელი იბრძოლა იმისთვის, უმაღლესი განათების დამდასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი რომ დაებრუნებინა (საბუთები რატომღაც დაკარგული იყო) და შვილებსაც სულ ამას ასწავლის: „წარმატება ადვილად არ მოდის, მისთვის უნდა იბრძოლო, ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება