სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები გამოცდების შემოდგომით ჩატარებას ითხოვენ
22-08-2022
-
+


პედაგოგები გამოცდების შემოდგომით განმეორებით ჩატარებას ითხოვენ.

მასწავლებლები განმარტავენ, რომ ბევრი პედაგოგი პროფესიული უნარების გამოცდაზე ოჯახური პრობლემების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გავიდა. სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლისთვის კი ერთი წლის დაკარგვაც ბევრს ნიშნავს.

„მოგვეცით მასწავლებლებს შემოდგომაზე გამოცდაზე გასვლის უფლება!“

„შემოდგომითაც დაინიშნოს გამოცდები. ძალიან ბევრ პედაგოგს გვჭირდება გასვლა გამოცდაზე, წელიწადი გვეკარგება. ზოგს ჯანმრთელობამ არ შეუწყო ხელი და ვერ გავიდა. უმორჩილესად გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი წუხილი“.

„შემოდგომაზე გამოცდების დანიშვნა მოტივაციის მიცემა იქნება იმ მასწავლებლებისთვისაც, ვისაც პროფესიული უნარების გამოცდაზე რამდენიმე ქულა დააკლდა, საშუალება ექნებათ შესაძლებლობები უკეთ გამოავლინონ“.

„გამოცდები ჩატარდეს წელიწადში 2-ჯერ. ხომ იყო ერთ წელს ასე, მაშინ ბევრმა პრაქტიკოსმა შეძლო კომპეტენციის დადასტურება ისე, რომ, წელი არ დაუკარგავთ. გთხოვთ, დაგეგმეთ ახლაც საშემოდგომო გამოცდები“.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდები ყოველწლიურად ზაფხულში ტარდება. გამონაკლისი იყო 2019 წელს, როდესაც გამოცდები ჩატარდა როგორც ზაფხულში, ასევე ამავე წლის ნოემბერში. ამ წელს პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს გამოცდაზე გასვლის უფლება ორჯერ მიეცათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება