სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგები მინისტრთან წერილის გაგზავნას აპირებენ - 20 რამ, რისი შეცვლაც მასწავლებლებს სურთ
22-08-2022
-
+


მასწავლებლები აპირებენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილით მიმართონ. ისინი ითხოვენ, დროულად შემუშავდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი მოდელი, დოკუმენტის შედგენისას კი პედაგოგთა აზრები გაითვალისწინონ.

ყველა მასწავლებლის სურვილია, მათი პროფესია მეტად დაფასებული და პატივსაცემი გახდეს. კონკრეტულად რას შეცვლიდნენ პედაგოგები პროფესიული წინსვლის სქემაში? რა მიაჩნიათ საჭიროდ სკოლაში და რაში ხედავენ თავად მასწავლებლები პროფესიაში არსებული პრობლემების მოგვარების გზებს? გიზიარებთ პედაგოგთა მოსაზრებებს.

მასწავლებლებს სურთ:

  1. ყველა უფროს მასწავლებელს ჰქონდეს პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისა და სტატუსის ამაღლების საშუალება (ცნობისთვის, მათ, ვისაც საგნობრივი კომპეტენცია 1 და 4 კრედიტზე აქვთ დადასტურებული, სტატუსის ამაღლების უფლება მხოლოდ მაშინ მიეცემათ, თუ საგნის გამოცდას განმეორებით ჩააბარებენ და 50%-იან ბარიერ გადალახავენ).
  2. სტატუსის ამაღლება მოხდეს მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდის შედეგით, გაუქმდეს პრაქტიკული შეფასების ნაწილი და დამატებითი სავალდებულო აქტივობები.
  3. მასწავლებელს, რომელსაც საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებული აქვს 10 კრედიტზე, მიენიჭოს წამყვანის სტატუსი.
  4. წამყვან პედაგოგებს, რომელთაც შესრულებული აქვთ სხვადასხვა აქტივობა, ჩაბარებული აქვთ პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდა 10 ქულაზე, მიენიჭოთ მენტორის სტატუსი.
  5. ვინც გამოცდები ჩააბარა 2011- 2013 წლებში, როდესაც არ იყო კრედიტები და საგამოცდო ტესტიც უფრო რთული იყო, ავტომატურად აუმაღლდეთ სტატუსი.
  6. გაიზარდოს პროფესიული უნარების საგამოცდო დრო ერთი საათით.
  7. შემცირდეს წამყვანონისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო საკითხების რაოდენობა.
  8. დაიწიოს წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელი საგამოცდო ბარიერი.
  9. გაიზარდოს საბაზო ხელფასი (და არა სტატუსის დანამატი).
  10. გამოცდები ჩატარდეს წელიწადში 2-ჯერ.
  11. (ნაწილი ფიქრობს) გაუქმდეს ყველანაირი გამოცდა და დაინიშნოს სავალდებულო ტრენინგები, ტრენინგზე მიღებული ცოდნა კი შემოწმდეს გაკვეთილზე დასწრებით.
  12. ყველა სკოლის ინფრასტრუქტურა იყოს მოწყობილი და თანამედროვე სასწავლო რესურსებით აღჭურვილი.
  13. გაუქმდეს ყველანაირი გამოცდა. სტატუსის მინიჭება მოხდეს სტაჟისა და ჩატარებული გაკვეთილის ხარისხის მიხედვით.
  14. სრული განაკვეთი განისაზღვროს 15 საათის ოდენობით.
  15. გამოცდაზე გასვლა გახდეს უფასო - გაუქმდეს გამოცდაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი თანხა.
  16. საპენსიო ასაკის მასწავლებლებს (70 წელს ზევით) დაენიშნოთ ღირსეული პენსია, გაითვალისწინონ სტაჟი და სტატუსი, რათა მათი ადგილები შეავსონ ახალგაზრდა სკოლის მიღმა დარჩენილმა კადრებმა.
  17. მოხდეს ხელფასის საათობრივი ანაზღაურება თვიური და არა კვირეული დატვირთვით (თუ პედაგოგს აქვს 15 საათი კვირაში, თვის ბოლოს მას მიეცეს არა 15 საათის ღირებულება, არამედ 60 საათის).
  18. სტატუსის მიხედვით, ყველა პედაგოგს მიეცეს სრული დანამატი და დანამატის რაოდენობა საათების რაოდენობაზე არ იყოს დამოკიდებული.
  19. ჩატარდეს ტრენინგები, რომელიც რეალურად შეუწყობს ხელს პედაგოგის განვითარებას ან გაიხსნას უფასო გადასამზადებელი ცენტრები, სადაც პედაგოგები გაეცნობიან სიახლეებს და გაიღრმავებენ ცოდნას იმ კუთხით, რაც მათ მოსწავლესთან მუშაობისას ესაჭიროებათ.          
  20. სკოლებში დაბრუნდეს მოსწავლეთა გამოცდები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება