სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N3 საჯარო სკოლის მძლეოსან გოგონათა გუნდი საფრანგეთში მიემგზავრება
30-03-2018
-
+


ახალციხის N3 საჯარო სკოლაში მძლეოსან გოგონათა გუნდი უკვე სამი წელია ფუნქციონირებს. 

გუნდის შემადგენლობაში არიან: ჰასმიკ მარქარიანი, ირინა აკოფიანი, სოფია აკოფიანი, სვეტლანა პოღოსიანი. 

გუნდს ხელმძღვანელობს ახალციხის N3 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი გევორქ სარქისიანი. 

ამ სამი წლის განმავლობაში გოგონებმა მრავალ წარმატებას  მიაღწიეს: 2016 წელს ჯერ ქალაქის პირველობა მოიპოვეს, შემდეგ სამცხე–ჯავახეთის. საბოლოოდ ანაკლიის ბანაკში, 12 რეგიონს შორის, მესამე ადგილი დაიკავეს.

2017 წელს რეგიონის ჩემპიონობის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს. ფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხეს დასავლეთის ჩემპიონი გუნდი. 

ამჯერად, გოგონები და მათი მწვრთნელი საფრანგეთში მორიგ ტურნირზე მიემგზავრებიან. 

შეჯიბრება 2-7 აპრილს გაიმართება. 

ჩემპიონატში საქართველოს გარდა 25 ქვეყნის სკოლის მოსწავლეთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 

ახალციხის N3 საჯარო სკოლა გოგონებს და მწვრთნელს წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება