| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილია, თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნულ ნუსხასა და ადგილების რაოდენობას უნივერსიტეტები წელიწადში ორჯერ - 15 ნოემბერსა და 15 აპრილს თავად ადგენენ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამისი პროგრამების ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, არაუგვიანეს შესაბამისი სასწავლო წლის 15 ნოემბრისა და 15 აპრილისა, ამტკიცებს ადგილების რაოდენობებს, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს დააფინანსებს სახელმწიფო.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კი, ასევე, მასში შეტანილ ცვლილებას, გამოცემიდან ხუთი დღის ვადაში აგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
„აქტის გამოცემისას უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მიერ განსაზღვრული ადგილების დასაფინანსებლად აუცილებელი თანხის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი პროგრამული დაფინანსების მოცულობას.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობის ვადით, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი აწერს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს