სიახლეები
სიახლეები

6 ცვლილება, რომელიც მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა
13-08-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური გზამკვლევი), შესული ცვლილებები 6 ძირითად ნაწილად იყოფა. 

ცვლილება 1. სწავლა სწავლების ხუთი პრინციპის განსაზღვრა.

ეროვნული სასწავლო გეგმის შესავალ ნაწილში მკაფიოდ განისაზღვრა სწავლა-სწავლების 5 პრინციპი. ეს სწორედ ის პრინციპებია, რომელთა სასწავლო პროცესში განხორციელების გარეშეც წარმოუდგენელია „მოსწავლე სუბიექტის“ საგანმანათლებლო პარადიგმის საკლასო ოთახში დანერგვა.

ცვლილება 2. საფეხურეობრივი სტანდარტებისა და წლიური პროგრამების გაჩენა.

თითოეული საგნის სასწავლო გეგმა გაიყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილია  საფეხურეობრივი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა უნდა შეეძლოს და რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს მას საფეხურის ბოლოს. მეორე ნაწილია წლიური პროგრამა. იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა და აჩვენებს სტანდარტის მოთხოვნების რეალიზების ერთ-ერთ შესაძლო გზას თითოეული სასწავლო წლისათვის. წლიური პროგრამები ცოდნის კონსტრუირების ძირეული პრინციპების დაცვითაა შემუშავებული.

ცვლილება 3. საფეხურის შედეგები; სტანდარტში გრძელვადიანი მიზნების გამოკვეთა.

სწავლა-სწავლების შედეგებს ორ კატეგორიად ყოფენ: „mastery objectives“, რომელსაც დამდგარ შედეგს ვუწოდებთ და „developmental objectives“, რომელსაც განვითარებად შედეგად მოვიხსენიებთ. მათ შორის არსებული განსხვავების გათვალისწინება არსებით მნიშვნელობას იძენს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურირებისას და სასწავლო პროცესის დაგეგმვისას.

დამდგარი შედეგი სპეციფიკურ საგნობრივ საკითხთან გადაჯაჭვული კონკრეტული, მოკლევადიანი მიზანია, რომელიც სპეციფიკური დავალებებისაკენაა მიმართული. იგი ვიწროდ განსაზღვრულ უნარს/ცოდნას გულისხმობს, ამ მიზნის მიღწევა აღნიშნავს ნიშნულს, რომლის დაძლევის შემდეგაც სხვა ნიშნული იწყება. 

განვითარებადი შედეგი უფრო ზოგადი, გრძელვადიანი მიზანია, თუმცა, იგი უფრო კონკრეტულია, ვიდრე საგნის ზოგადი მიზნები. გრძელვადიანი შედეგი აღნიშნავს უნარს/უნარებს, რომელთა განვითარება ხანგრძლივად მიმდინარეობს (მაგ., ტექსტისინტერპრეტაციაპირადან/დალიტერატურულგამოცდილებაზედაყრდნობით);თუკი დამდგარი შედეგი კონკრეტული საკითხებისა და დავალებებისკენაა მიმართული, განვითარებადი შედეგი ზოგადი განათლების უმაღლესი მიზნებისკენაა მიმართული.

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში წლიური შედეგებისა და ინდიკატორების ნაცვლად საფეხურის შედეგები იქნა შემოტანილი. თითოეული საგნისთვის განისაზღვრა 5-14 გრძელვადიანი განვითარებადი შედეგი (developmental objectives), რომლებიც ყველა სასწავლო თემაში უნდა დამუშავდეს. სემესტრის, წლის განმავლობაში იცვლება სასწავლო თემები (შინაარსობრივი კონტექსტები), თუმცა, გრძელვადიანი მიზნები უცვლელი რჩება.

ცვლილება 4. სტანდარტის შინაარსობრივ ნაწილში ახალი სტრუქტურული ერთეულების „ცნების“ და „მკვიდრი წარმოდგენების“ გაჩენა.

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში შინაარსის სტრუქტურირებისა და ორგანიზებისთვის ცნებები გამოიყენება. სასწავლო გეგმის მოთხოვნით ცნებები სავალდებულო თემებში უნდა დამუშავდეს.

ცვლილება 5. სტანდარტის შინარსობრივ ნაწილში ახალი სტრუქტურული ერთეულის „თემის“ გაჩენა.

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სავალდებული თემები, რომლებშიც სტანდარტის შედეგები უნდა დამუშავდეს. საგნების მიხედვით წლის განმავლობაში სასწავლო თემების რაოდენობა 3-დან 5-მდე მერყეობს (ზოგიერთ საგანში, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, თემებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს). თითოეული მათგანი მოსწავლისათვის ნაცნობ და შინაარსიან კონტექსტს წარმოადგენს.

ცვლილება 6. საკვანძო შეკითხვები

სტანდარტსა და წლიურ პროგრამაში კიდევ ერთი ახალი სტრუქტურული ერთეულია - „საკვანძო შეკითხვები“. წლიურ პროგრამაში თითოეულ სავალდებულო თემასთან კავშირში მოცემულია შეკითხვები, რომლებიც აძლიერებენ მოსწავლის ცნობისმოყვარეობას და ეხმარებიან მას სასწავლო მასალის ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებაში (დაწყებით საფეხურზე იმ საგნებში, სადაც სავალდებულო თემები არ არის განსაზღვრული ამგვარი შეკითხვები დ წარმოდგენები საგნობრივ გზამკვლევებშია წარმოდგენილი). საკვანძო შეკითხვები  ორიენტირებულია პირობისეული ცოდნისკენ, ანუ სიღრმისეული აზროვნების გააქტიურებისკენ.

იხილეთ:  პედაგოგიკური პრაქტიკის სრულყოფისთვის განათლების სამინისტრომ გზამკვლევი შეიმუშავა
 

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა - ქულების გასაჩივრებას 19 დეკემბრიდან შეძლებთ

საჯარო სკოლებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება - ცნობილია შემადგენლობა და უფლებამოსილება

„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“ 

9 იანვარი ბოლო დღეა - სემესტრულ შეფასებებთან დაკავშირებით emis დეტალურ რეკომენდაციას ავრცელებს

ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოადგინეს ქართული საახალწლო რიტუალები

სკოლა ულოცავს დასს მიღწეულ წარმატებებს და მადლობას უხდის რეჟისორ დათიკო დარსალიასა და პედაგოგ დათო შენგელიას

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა მემორიალს

ეკოტურმა მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა სასკოლო სწავლება, გააღრმავა მოსწავლეების ცოდნა ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოლოგიასა და ეკოლოგიაში“

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება