სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელმა უნდა შეძლოს, რომ მოსწავლეს სკოლისა და პედაგოგების პატოვისცემა ჩამოუყალიბოს“ - დარიკო ხვედელიძე, დარკვეთის სკოლის დირექტორი
01-08-2022
-
+


სასწავლო პროცესში მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან ურთიერთპატივისცემა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ხშირად ეს ფაქტორი სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზეც აისახება. პატივისცემას ადამიანები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ჩვენ დავინტერესდით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორის, დარიკო ხვედელიძის აზრით და ვკითხეთ - როგორ გამოხატავენ ან როგორ უნდა გამოხატონ მოსწავლეებმა მასწავლებლებისადმი პატივისცემა.

მისი თქმით, სასწავლო პროცესში ურთიერთპატივისცემა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მას სასკოლო ცხოვრებაში ჩართული ყველა რგოლი აყალიბებს.

„ზოგადად, სასწავლო პროცესი ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დამყარებული. ამას სკოლის ლიდერთა ჯგუფი, მასწავლებელი უნდა ნერგავდეს, რასაც, რასაკვირველია, მოსწავლე ხედავს და ისიც შესაბამისად იქცევა. ამაში თანაბრად უნდა იყოს ჩართული სკოლის ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალი, მასწავლებელთა ჯგუფი და მშობლები. ერთმანეთის მიმართ პატივისცემა კი ძალიან კარგი შედეგის მომტანია. პატივისცემაზე არაა დამოკიდებული რომელმე საგნის სწავლის ხარისხი, რადგან თითოეულ მოსწავლეს თავისი ინტერესები, დამოკიდებულება და შესაძლებლობები აქვს. ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, რომ ეს ყველაფერი აღმოვაჩინოთ, მოსწავლე განვავითაროთ და ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შევუქმნათ -  მათ საგანი უნდა მოვაწონოთ. შეიძლება ფიზიკოსიები არ გამოვიდნენ, მაგრამ უნდა იცოდნენ ფიზიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ განოიყენონ . პატივისცემა კი თანდათან თავისთავად ყალიბდება. მასწავლებელმა უნდა შეძლოს, რომ მოსწავლეს სკოლისა და პედაგოგის პატივისცემა ჩამოუყალიბოს. ამისთვის სასკოლო საზოგადოების ფუნქციონირებაში შემავალი ყველა რგოლი შესაბამისად უნდა მუშაობდეს“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება