სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - „უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები“
28-03-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური „დიპლომატთა კლუბის“ მოწვევით, სტუმრად ისტორიის დოქტორი, პროფესორი, გლობალური უსაფრთხოების მკვლევარი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი - თორნიკე შურღულაია იმყოფებოდა. მან საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე - „უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები“. 

თორნიკე შურღულაიამ ისაუბრა სახელმწიფო დაზვერვის ტიპებზე, ინფორმაციის მოპოვების საშუალებებზე, სახელმწიფოს შიდა და გარე საფრთხეების პრევენციაზე, განიხილა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის მუშაობის მეთოდები ისეთი ქვეყნების მაგალითზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი. მან ყურადღება გაამახვილა, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით სამოქალაქო განათლებისა და ცნობიერების ამაღლება. 

სტუდენტებმა დასვეს საინტერესო კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და სურვილი, რომ მსგავსი ტიპის ლექციები კვლავაც გაგრძელდეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება