სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით ბუკნარის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები
28-03-2018
-
+


ბუკნარის საჯარო სკოლაში წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდები სწავლობენ.   
 
გიორგი ირემაძე
მეცხრე კლასის მოსწავლეა, რომელიც უკვე შვიდი წელია თავისუფალი ჭიდაობითაა დაინტერესებული.  
 
გიორგი ჩოხატაურის სპორტული სკოლის მოსწავლეა და ამ ხნის განმავლობაში სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. მის ანგარიშზე 26 თასი, 32 მედალი და ამდენივე სიგელია.   

თამარ გიორგაძე არა სპორტით, არამედ პოეზიითა და ლიტერატურითაა დაინტერესებული. ის თავისი ორიგინალური და განსხვავებული შემოქმედებითი აზროვნებით გამოირჩევა. მას ძალიან უყვარს პოეზია, თანამედროვე პოეტები, კითხვა და თავადაც წერს ლექსებს. 
  
გთავაზობთ თამარ გიორგაძის ლექსებს.


ნეტავ რა დავწერო? 

ნეტავ, რა დავწერო! ნეტავ, არ დავწერო?
თავი დავანებო? რისთვის?
ან თუ დავწერო, როგორ გავლექსო?
ვიღას მივენდო? რისთვის?
ღმერთს მივენდობი და მას ვირწმუნებ,
ერთ რამეს გულში, ჩუმად ვისურვებ,
ღმერთო დამანახე, სული დამანახე,
სული, ლექსის წერის სული!


ძნელი სათქმელია?!

არ ვიცი ირგვლივ რა ხდება, 
გულში სათქმელი რად მრჩება 
რომ ვთქვა პრობლემა მოჰყვება, 
თუ ყველაფერი მორჩება?! 
ჩემი სათქმელი გადმოვსცე 
ძნელია! 
რად ვერ ვუზიარებ სხვას 
ადვილი სათქმელია?!


ცრემლი ჩემი მეგობარი გახდა

ცრემლი ჩემი მეგობარი გახდა, 
ბევრი ჩემი დარდი გააქარწყლა. 
ბევრი დარდის მოწმე თვითონ გახდა, 
ცრემლმა სახე ბევრჯერ დამინაზა. 
იცი? ცრემლი დაგანახებს რამეს, 
იცი? ცრემლი დაგანახებს სახეს! 
ცრემლი ჩემი მეგობარი გახდა, 
ჩემი დარდი სრულად გადარაზა.

სად არის

სად არის ნდობა?! 
თუ არა _ ნდომა. 
სად არის ნიჭი?! 
თუ არა _ წიგნი. 
სად არის რიდი?! 
თუ არა ადამიანი - ზრდილი.
სად არის ლილი? 
სად არის ანი? 
თუ არა ისევ ადამიანი. 
სად არის სიხარული?! 
თუ არა _ კარგი გული. 
სად არის სივაჟკაცე?! 
თუ არა სიმამაცე. 
სად არის პოეტობა?! 
თუ არა _ ისევ გრძნობა.

* * * * *

განვლილი ცხოვრება
არ დაგავიწყდება,
ამაზე ბევრი ლექსი იწერება
ჯერ გათენდება, შემდეგ კი ბინდდება,
და ისევ ამ დღეზე
ლექსი იწერება.
ზოგჯერ ყველაფერი უბრალოდ ფერადდება
ზოგჯერ კი პირდაპირ ითქმება.

მეგობარს

მე არ მჭირდება ყალბი სიტყვები, 
მე არ მჭირდება ყალბი ფიქრები, 
ყალბი გამოხედვა, კმარა! 
ყალბი დაპირება, 
ყალბი მოთმინება, 
საერთოდ სიყალბე კმარა! 
მე მხოლოდ მჭირდება შენი ერთგულება, 
ყოველ შენს სიტყვაზე კარგად დაფიქრება, 
უბრალოდ მინდა შენი ნდობა, 
დახმარება და გრძნობა.

დედა

რა ლამაზი თვალები გაქვს, 
დედავ, მოხატულო კალმით, 
რა სათუთად გიცემს გული 
დედავ, ავსებულო დარდით. 
რა საოცარი ღიმილი გაქვს 
დედავ, ამდენი ბრაზით! 
რა დაღლილი ხელები გაქვს 
ბევრჯერ დანაკაწრო ბარდით. 
რა თბილი სიტყვები გაქვს შვილისთვის, 
ავსებულო დარდით. 
ტკივილგამოვლილს ათასს, 
აკვანთან ჩაძინებულს 
შვილისთვის ამღერებულს 
შვილისთვის გაღიმებულს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება