სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვანის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობა დაგმეს
28-03-2018
-
+


ვანის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვალერინა ჩიხლაძემ ძალადობის წინააღმდეგ საინტერესო აქტივობა განახორციელა. 

აქტივობა VIII კლასში ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა ძალადობაზე წერილები დაწერეს. 

„მოსწავლეებმა ყველაზე აქტუალურ თემად ძალადობა აირჩიეს და საოცარი გულწრფელობით დაწერეს ოჯახურ ძალადობაზე, მოზარდების ძალადობასა და სიყვარულის ნაკლებობაზე წერილები. მათ მოუწოდეს საზოგადოებას მეტი სიყვარული და ღიმილი აჩუქონ ერთმანეთს და ერთხმად დაგმეს ძალადობის ყოველი გამოვლინება,“ - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა. 

დაწერილი წერილები წიგნად „წერილები აწმყოდან“ აიკინძა. 

„წერილები აწმყოდან“ საჩუქრად  ვანის საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსს ივანე კორძაძეს, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ირმა ცხვარაძეს, ვანის პოლიციის უფროსს სარგო ადეიშვილს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ლაშა მიქელთაძეს, „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს და  სკოლის დირექტორს თეონა ადეიშვილს გადაეცა. 

ვანის მეორე საჯარო სკოლა მადლობას უხდის მასწავლებელს და მოსწავლეებს პროექტში აქტიურობისთვის. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება