| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის გაზრდა, ცენტრში მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის (გადამისამართება განაცხადის ფორმაზე) წარდგენის გზით.
მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო:
1) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ავტორიზაციის ვადით;
2) მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში – ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.
მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში ან მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განაცხადში მითითებული მოსწავლეების ზღვრული რაოდენობა უნდა ეფუძნებოდეს დაწესებულების მოსწავლეების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების სპეციფიკასა და დაწესებულების რესურსებს.
დაწესებულებისათვის განსაზღვრული მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გამოიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ვადა 90 კალენდარული დღეა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
საფასურის გადახდა ხორციელდება ცენტრის ანგარიშზე:
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური).
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება