სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა საგამოცდო საკითხები ქართულსა და მათემატიკაში ცნობილია
20-07-2022
-
+


დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემტიკასა და სომხურ ენაში აბარებენ. აპლიკანტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც სკოლიდან დამსხურებული ჯილდოს სანაცვლოდ წავიდნენ. როგორც etaloni.ge - სთან ყოფილმა პედაგოგმა განაცხადა, მართალია 2 წლის წინ სკოლაზე უარი თქვა, თუმცა სახლში ყოფნა რთული აღმოჩნდა, ამიტომაც სკოლაში დაბრუნება გამოცდაზე გასვლით და სტატუსის მოპოვებით გადაწყვიტა. 

„მე პენსიონერი ვარ, 2 წლის წინ დამსახურებული ჯილდო ავიღე და სკოლიდან წავედი, მაგრამ სახლში ვერ ვძლებ, ამიტომ  გამოცდაზე გავედი. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე ვიყავი გამოსული. კმაყოფილი ვარ, მგონია, რომ კარგად დავწერე და ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს კვლავ შევძლებ სკოლაში დაბრუნებას.“
 
„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დავწერეთ. ადვილი იყო, არ იყო ისეთი რთული, რომ ვინმეს ვერ დაეწერა. შეიძლება მოვიდეს ადამიანი, რომელიც საერთოდ არაა მომზადებული, მაგრამ დაწეროს. ვფიქრობ, იმასთან შედარებით, რაც თუნდაც უნივერსიტეტში ვისწავლეთ, მარტივია. თემები ძალიან კარგი იყო, ერთ-ერთი იყო  რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს კომპიუტერს. ერთი-ორი კითხვა დამაბნეველი იყო, მაგრამ, საერთო ჯამში, მგონია რომ კარგად დავწერე“.

„გააზრებაში „თავსაფრიანი დედაკაცის“ მონაკვეთი იყო, რომლის მიხედვითაც მთავარი სათქმელი და რა მხატვრული ხერხები გამოიყენა ავტორმა, ის უნდა დაგვეწერა. კიდევ იყო ოთარ ჭილაძის ნაწყვეტი ინტერვიუდან, სადაც კომპიუტერსა და ცივილიზაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ კულტურული ადამიანი უნდა ეცადოს და ცივილიზაციაში არ უნდა დაიკარგოს. უფრო რთულს ველოდი და ნაწერით კმაყოფილი ვარ“.

„მე-7 - მე-12 კლასის გამოცდაზე პირველად გავდივარ. ისე, 1-ელი - მე-6 ჩაბარებული მაქვს. გამოცდის საკითხები პროგრამიდან თითქმის ყველაფერს მოიცავდა“.

„მათემატიკა ვწერე. საკითხები თითქმის ყველა თემიდან იყო. პროგრამულად რასაც მე-12 კლასამდე გადიან ეგ იყო. ერთი-ორი საკითხი გამირთულდა, ისინი უფრო ფუნქციებს შეეხებოდა. გამოცდაზე მეორედ გავდივარ. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება