სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში არ ითვლება აბიტურიენტი დარეგისტრირებულად - რეკომენდაციები მაია მიმინოშვილისგან
28-03-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ დრომდე 30 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათასამდე გაიზრდება, რადგან რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე დარჩა.

„აბიტურიენტების უმრავლესობა რეგისტრირებულია. ამ ეტაპზე, 30 ათასს გადავაჭარბეთ, თუმცა, როგორც ყოველთვის, როგორც გვჩვევია ჩვენ, ბოლო დღეებში ვაკეთებთ ყველაფერს და ბოლო დღეებში აპლიკანტების საკმაო რაოდენობა ემატება. აქედან გამომდინარე, ალბათ, მივაღწევთ 40 ათასს, იმდენად რამდენადაც, კიდევ სამი დღეა დარჩენილი და პარასკევს 18:00-საათამდე აქვთ აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლის უფლება“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა გადაცემაში „გამოცდებიდან გამოცდებამდე“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ თუ აბიტურიენტებს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მათ მიერ მითითებულ ელექტორნულ მისამართზე შეტყობინება არ მიუვიდათ, ისინი დარეგისტრირებულები არ არიან. სწორედ ამიტომ მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ყურდაღებით იყვნენ:

„რაც უნდა გაითვალისწინონ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სრულად გაიარონ რეგისტრაცია და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი მონაცემები ასახულია ჩვენს ბაზაში. ამის დამადასტურებელი გახლავთ ის, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მათ ავტომატურად მისდით შეტყობინება მათ მიერ მითითებულ ელექტორნულ მისამართზე. თუ შეტყობინება არ მიიღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაცია დასრულებული არ არის და, დიდი ალბათობით, დაავიწყდათ შენახვის ღილაკზე თითის დაჭერა. აი, ამას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება და უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ 30 მარტის 18:00 საათამდე მათ სრულად გაიარეს რეგისტრაცია“, - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აბიტურენტებმა გარკვეული პერიოდულობით უნდა გაადამოწმონ უმაღლესი დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი:

„ყველა აბიტურიენტს დაბეჯითებით ვთხოვ, 15 აგვისტომდე (და გთხოვთ, რომ ნუ დაველოდებით ამ თარიღს) გარკვეული პერიოდულობით აუცილებლად გადავამოწმოთ ჩამონათვალი, რადგან შესაძლებელია, მათ მიერ არჩეულ პროგრამას აკრედიტაცია ჩამოერთვას ან უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდეს და ისინი ამ კონკრეტული არჩევანის გარეშე დარჩებიან. ამიტომაც თვალი ადევნონ იმ სიახლეებს, რომლებსაც ჩვენ მივაწვდით“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყო და 30 მარტს, 18:00-ზე დასრულდება.

როგორ დავრეგისტრირდეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება