სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობენ
27-03-2018
-
+


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა რიგით მესამე კონფერენცია ზოგად საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთათვის (10-12 კლასი)  თემაზე: „მოსწავლის თვალით დანახული აგრარული პრობლემები საქართველოში“.

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად დიდი ინტერესით იღებენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გამოწვევას და აქტიურად ერთვებიან კონკურსში.

წელს აღნიშნულ კონფერენციაში მომხსენებლებად მონაწილეობა მიიღეს მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან კაჭკაჭაშვილმა (ხელმძღვანელი: მასწავლებელი მაია ფაჩულია) თემით: „დეგრადირებული ნიადაგი“, მე-11 კლასის მოსწვლე მარიამ ბერიძემ (ხელმძღვანელი: მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე) თემით: „კარტოფილი-სამცხე-ჯავახეთის სავიზიტო ბარათი“ და მე-11 კლასის მოსწავლე მერი მხითარიანმა (ხელმძღვანელი: მასწავლებელი ნაზი ტორიაშვილი) თემით: „სარეველა მცენარეების მავნებლობა“.  

კონფერენციაში სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებიდან აგრარული პრობლემებით დაინტერესებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები იყვნენ ჩართულები.  

კონფერენციის მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა ღონისძიების მონაწილის სერტიფიკატით.

ახალციხის N5 საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში პრობლემის დანახვის, გააზრებისა და მისი აღმოფხვრის გზების ძიების, კვლევის უნარის განვითარებას. 

ასევე მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელ მასწავლებლებს და წარმატებებს უსურვებს მათ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება