სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემია საბაკალავრო პროგრამებზე მიღებას აცხადებს
27-03-2018
-
+


დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2018-2019 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო პროგრამებზე მიღებას აცხადებს. საბუთების მიღება იწარმოებს 11 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:

1. 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:

✔ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა

✔ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა

✔ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:

☑ ზოგადი უნარები

☑ უცხო ენა

☑ ქართული ენა

☑ მათემატიკა

☑ ისტორია (თავდაცვა და უსაფრთხოება)

2. აბიტურიენტები, რომლებიც 2018 წლის 28 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში

3. აბიტურიენტები, რომლებიც 2018 წლის 29 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.

4. აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა) და 2018 წლის 30 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით გაგზავნილ იქნებიან სამხედრო ჰოსპიტალში აკადემიაში სასწავლებლად ვარგისიანობის დასადგენად.

5. საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 11 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - „ლეიტენანტი“.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება