სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ადამიანის ფიზიკურობაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი სულიერი სამყაროა“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები
26-03-2018
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ კინოჩვენება მოეწყო. 

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ფილმი „საოცრება“ ნახეს.  
 
ჩვენების შემდეგ სკოლის აღსაზრდელებმა ფილმი განიხილეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანის ფიზიკურობაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი სულიერი სამყაროა. 
 
სკოლის წარმომადგენლის თქმით,  ფილმმა მოზარდები შთაბეჭდილებებით აავსო.  
 
„ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ პატივი უნდა სცენ განსხვავებულ ადამიანს. მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ადამიანს სიცოცხლის ხალისს უბრუნებს, რაც წარმატების საწინდარია“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.  
 
ფილმი „საოცრება“ რეჟისორ სტივენ ჩბოსკის  საოჯახო დრამაა, რომელიც დაფუძნებულია რაქელ პალაციოს ამავე სახელწოდების ნაწარმოებზე. 

სურათის მთავარი გმირი ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, ძაღლთან ერთად სეირნობა და დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. 

მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. 

ერთ დღეს კი იგი სკოლაში მიდის. ავგუსტს თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს. 
 
იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება