სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდებს გაეცნენ
26-03-2018
-
+


თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ პროექტი - “ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაცია“ განხორციელდა.

სკოლას კომპანიის თანამშრომლები ირინა თავდიდიშვილი და ზურაბ ზვიადაძე სტუმრობდნენ. 

სტუმრებმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარ აუდიტორიას ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები აუხსნეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ზონებისა და ხიფათის შემცველი სიტუაციების შესახებ ესაუბრნენ, ჩაუტარეს ელექტროობასთან დაკავშირებული ცდები. 

სკოლის მოწავლეებმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებისაგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.  

ღონისძიების ბოლოს კომპანიის თანამშრომლებმა სკოლას საფრთხის შემცველი სიტუაციების ამსახველი პლაკატები გადასცეს. 

როგორც მოსწავლეებმა და სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ელისო მურადაშვილმა აღნიშნეს, პროექტი მათთვის სასარგებლო და საინტერესო იყო.   

სკოლის დირექცია პროექტის ორგანიზატორებს მადლობას უხდის.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება