ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია
26-03-2018
დაკოპირებულია
-
+
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გაზაფხული და მისი დღესასწაულები აღნიშნეს. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები და საგაზაფხულო დეკორაციები კლასის მოსართავად.
მათ ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით მიულოცეს გაზაფხული ერთმანეთს და მასწავლებლებს.
„პატარებმა კარგად მოირგეს როლები და მხიარული განწყობა შექმნეს,“- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა ღონისძიება დადებითად შეაფასეს.