სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ალექსანდრე პუშკინზე ისაუბრეს
26-03-2018
-
+


ველისციხის საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის უფროსმა პედაგოგმა მანანა აბულაძემ  IXბ კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილი შემდეგი გამჭოლი კომპეტენციებიდან შედგებოდა: წიგნიერება და ციფრული წიგნიერება.  

გაკვეთილი ჩატარდა თემაზე „Друзья Пушкина”. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი გამოირჩეოდა რესურსების განსაკუთრებული სიჭარბით, მოსწავლეებს თემიდან გამომდინარე შექმნილი ჰქონდათ სლაიდები, მათ შორის წარმოადგინეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, ასევე პუშკინის შესახებ ბიოგრაფიული ინფორმაციის შემცველი ფოტოგრაფიების სლაიდი, მოძიებული ჰქონდათ ვიდეო რგოლები, თემატურად გაკვეთილისთვის შექმნილი იყო ბროშურა, ჟურნალი, კედლის გაზეთი და პუშკინის და მასთან დაახლოვებული პირების, კერძოდ მეგობრების ფოტო-პორტრეტები.  

მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები, გაანალიზეს პუშკინის, როგორც საზოგადო მოღვაწის  ცხოვრების ეპიზოდები.  

მათ ასევე ისაუბრეს მეგობრობაზე პუშკინის ეპოქაში და გაავლეს პარალელები დღევანდელობასთან.  

„ბავშვებმა გამოიჩინეს დიდსულოვნება და სრული 90 წუთის განმავლობაში უდიდესი ენთუზიაზმით ეცნობოდნენ რუსი პოეტის პოეზიას და მის საზოგადოებრივ საქმიანობებს, მის დამოკიდებულებას ირგვლივ მყოფების მიმართ,“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 
გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა.  

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება