| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხის №5 საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.
ღონისძიებები დირექციისა და სპეციალური მასწავლებლის, ელისო ლებანიძის ინიციატივით ჩატარდა.
ღონისძიებებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ჩაერთვნენ.
განსაკუთრებულად იაქტიურეს IIIგ, IVგ, VIIIა და Xა კლასების მოსწავლეებმა.
ბავშვებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად შექმნეს სხვადასხვა სახის ნამუშევრები: პოსტერები, ელექტრონული პრეზენტაციები, ვიდეორგოლები, რომლებსაც აერთიანებდა ყველასათვის კარგად ნაცნობი ფრაზა: „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“.
გარდა ამისა, სკოლის სპეციალური მასწავლებელი და VIIIა კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ ახალციხის პარკში მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას და ასე გამოხატეს მხარდაჭერა „მზის შვილების“ მიმართ.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება