სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „პი“ რიცხვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს
26-03-2018
-
+


თბილისის  N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკის ფესტივალში მონაწილეობდნენ.   

მოსწავლეებმა სკოლის დირექტორის მანანა კიკაჩეიშვილის და პედაგოგის ლელა ხუნაშვილის ხელმძღვანელობით, ფესტივალზე მათემატიკის თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს, გამართეს ფლეშმობი, მოეწყო „პი“ რიცხვის კონკურსი.   

თავი განსაკურებით გამოიჩინა მე-8 კლასის მოსწავლე ბექა რუხაიამ, მან  დაიმახსოვრა „პი“ რიცხვის თანრიგში 453 ციფრი. რუბიკის კუბის სწრაფად აწყობაში კი მეორე ადგილი დაიკავა მე-10კლასის მოსწავლემ ვახტანგ გამცემლიძემ. ვახტანგს სიგელი და საჩუქრები გადაეცა. ამავე დღეს სკოლამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტში π რიცხვის შესახებ პროფ. ილია თავხელიძის ლექციის მოსასმენად ხუთი  მოსწავლე - გიგა ბაშარული, ანი კანდელაკი, ანი მუმლაძე, ეკატერინე მაშჩენკო და თამარ გაბაშვილი გაგზავნა. 
 
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინეს და ამოცანები ამოხსნეს, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა კრეატიული იდეების წახალისებას და სწავლის მოტივაციის ამაღლებას. 
   
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ თემატიკაზე, მე-8, მე-9, მე-10 და მე-12 კლასებში „ჯეოსელის მომავლის კლასში“ გაკვეთილები ჩატარდა.   

ასევე შიდა სასკოლო პროექტი განხორციელდა. მოსწავლეებმა ფლაერები დაარიგეს და თანატოლებს პროექტის შესახებ  ინფორმაცია გაუზიარეს. სკოლის მოედანზე მოზარდებმა იცეკვეს. მოსწავლეები განლაგდნენ  „პი“ რიცხვის ფორმაზე. ღონისძიებას პედაგოგი ნინო გიორგობიანი ხელმძღვანელობდა.   

სკოლის აღსაზრდელების მიერ გაფორმებულ დარბაზში გაიმართა ნამუშევრების გამოფენა, ელექტრონული პრეზენტაციების განხილვა, დამსწრე საზოგადოებამ იხალისა „პი“ რიცხვისადმი მიძღვნილი მათემატიკური ხუმრობებით, ლექსებითა და ჩანახატებით. ღონისძიების ბოლოს პროექტში მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.   

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება