სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

სიგარეტის მოწევის ან საჩუქრის აღების შემთხვევაში, ბაღის თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებენ
13-07-2022
-
+


ბაგა-ბაღების მართვის სტრატეეგიიდან გამომდინარე, საარმზრდელო დაწესებულების თანამშრომელი, საკუთრი უფლებამოსილების გადაჭარბების შემთვევაში, შრომითი დისციპლინის დარღვევისას შესაძლოა, დაექვემდებაროს დისციპლინურ სახდელს.

დისციპლინური სახდელი გახლავთ 4 სახის: ა)გაფრთხილება; ბ)საყვედური; გ)დაბალანაზღაურებად სამუშაოზე გადაყვანა, თანამდებობრივი დაქვეითება; დ)სამუშაოდან დათხოვნა.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, თანამშრომელი შესაძლებელია, გათავისუფლდეს სამსახურიდან:
ა)ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაში თანხის აღების შემთხვევაში; ბ) საჩუქრის აღების შემთხვევაში (გარდა ყვავილებისა); გ)პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში; დ)არასაპატიო მიზეზით გაცდენისა და დაგვიანების შემთხვევაში; ე) ბაღის შენობაში ან ეზოში სიგარეტის მოწევის შემთხვევაში.

თანამშრომლის გათავისუფლება უნდა მოხდეს შრომის კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილი წესით. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ფორმდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, რომელიც აღინიშნება სარეგისტრაციო ჟურნალში.

საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ვალდებულია, დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა წესი გააცნოს თითოეულ თანამშრომელს და უზრუნველყოს მათი ზუსტად შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გაათავისუფლოს თანამშრომელი სამსახურიდან, დამატებითი გაფრთხილების გარეშე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება