სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ეკოგუნდი ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა–მოგვარებისთვის დასაჩუქრდა
26-03-2018
-
+


ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ეკოგუნდი „მთიები“ ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა–მოგვარებისთვის დასაჩუქრდა. სკოლის ეკოგუნდი კონკურსში - ,,ნიკო კეცხოველის პრემია 2018“ მონაწილეობდა.  

,,მთიები“ და სკოლის დირექცია კლინიკა ,,კანს“ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის კონკურსის ფინალზე გაკეთებული საჩუქრებისთვის მადლობას უხდის.   

„მადლობას ვუხდით კლინიკა ,,კანს“ და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსს სანდრო ბოჭორიშვილს იმ მოულოდნელი სიურპრიზისა და საჩუქრებისთვის, რაც მათ პრემიის კონკურსის ფინალზე გაგვიკეთეს.  
  
განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ მათ არა მარტო საჩუქრებისთვის, არამედ იმ კოლოსალური შრომის შეფასებისა და დანახვისთვის რაც ამ გუნდმა მთელი წლის განმავლობაში გავწიეთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.   

„ნიკო კეცხოველის პრემია“ ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსია.  
 
პროექტი CENN–ის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის თანაორგანიზებით ხორციელდება. 

  
პროექტის მხარდამჭერები საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები, სამხარეო ადმინისტრაციები, თვითმმართველობები და კერძო კომპანიები არიან.    

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება