სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 კითხვა, რომელსაც სკოლაში გასაუბრებისას დაგისვამენ - გაიგეთ, რა უნდა უპასუხოთ
23-06-2022
-
+


მასწავლებელთა ვაკანსიები ყოველდღიურად ცხადდება. პედაგოგობის მსურველები ვებგვერდზე http://teacherjobs.ge უნდა დარეგისტრირდნენ და სასურველ სკოლაში რეზიუმე გააგზავნონ.

გასაუბრებას თავისებური ღელვა ახლავს თან. მასწავლებლობის მსურველებს აინტერესებთ, რა კითხვებს დაუსვამენ, როგორ უნდა მოემზადონ, სანამ სკოლის დირექციის წინაშე წარსდგებიან. etaloni.ge გთავაზობთ გასაუბრებაზე ყველაზე ხშირად დასმული კითხვების ჩამონათვალს და ასევე გირჩევთ, როგორ გასცეთ პასუხი ისე, რომ კომისიის წევრებში კეთილგანწყობა მოიპოვოთ:

მოგვიყევით თქვენ შესახებ - რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საკუთარი თავის წარდგენაა მთავარი. როდესაც მოგცემენ საშუალებას, რომ საკონკურსო კომისიას გაეცნოთ და ისაუბროთ საკუთარ თავზე, დაიცავით ზომიერება. ზედმეტი საუბარი არა საჭირო. არ განავრცოთ სათქმელი არასაჭირო ინფორმაციით.

გაქვს თუ არა სკოლაში მუშაობის გამოცდილება? - თუ მასწავლებლად აქამდეც გიმუშავიათ, ეს ფაქტი აღნიშნეთ. თუ არ გიმუშავიათ და ახლა გსურთ პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა, ისაუბრეთ თქვენს სურვილზე, მიზანზე, თუმცა აქაც დაიცავით ზომიერება.

რატომ გსურთ სკოლაში დასაქმება? - ის, რომ მასწავლებლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით, ამ კითხვის პასუხად არ გამოგადგებათ. კონკრეტულად განმარტეთ, რა არის თქვენი მოტივაციის რეალური მიზეზი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მასწავლებლად? რატომ იმსახურებთ ამ სტატუსს და რას მოუტანს სასიკეთოს სკოლასა და მოსწავლეებს თქვენი დასაქმება?

რას ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმა? სტანდარტი? - აღნიშნული კითხვები თქვენგან პროფესიულ ცოდნას მოითხოვს. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ. ესგ არეგულირებს ყველა მნიშვნელოვან მოვლენასა და გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. სტანდარტი კი, საგნების შესაბამისად, განსაზღვრავს რა უნდა ისწავლოს მოსწავლემ კონკრეტულ საგანში, რა ცოდნა უნდა მიიღოს, რა შედეგზე უნდა გავიდეს მასწავლებელი წლის ბოლოს. გასაუბრებამდე გირჩევთ, წაიკითხოთ იმ საგნის სტანდარტი, რომლის სწავლებასაც გეგმავთ და ასევე გაეცნოთ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას.

რა გსმენიათ ახალი სკოლის მოდელზე? რას ნიშნავს კომპლექსური დავალებები და თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი? - აღნიშნული კითხვებით გამსაუბრებელს სურს, გაიგოს, რა იცით სწავლების ახალ მიდგომებზე და კერძოდ, მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, როგორ გესმით კომპლექსური დავალებების შინაარსი და მიზანი. ამ თემებზე ინფორმაციას ჩვენ ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

იხილეთ ასევე: რა არის კომპლექსური დავალება და როგორ უნდა შექმნათ - გზამკვლევი პედაგოგებისთვის


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

როდესაც სწორად შერჩეული თანამედროვე ტექნოლოგიები, სკოლა და ოჯახური მზრუნველობა ერთიანდება, წარმატება გარდაუვალია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება