სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ უფრო მეტად გახსნილები იყვნენ შვილებთან“ - სვეტლანა ბოჩიკაშვილი, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი
23-06-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორ სვეტლანა ბოჩიკაშვილს დაუკავშირდა.

- სკოლა ჩემთვის არის ...

- მეორე ოჯახი.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- სკოლაში ყველაფერი წესრიგშია, როდესაც თითოეული თანამშრომელი გრძნობს თავის პასუხისმგებლობას.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- არის ამაღელვებელი, ნოსტალგიური, სენტიმენტალური.

- განათლების სისტემას სჭირდება ...

- რომ კომპიუტერული ტექნიკა, საგანმანათლებლო რესურსები და თვალსაჩინოებები მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო მატერიალურად.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- იმით, რომ მეორე წელია ჩართულნი ვართ „ახალი სკოლის მოდელში“. მოსწავლეები მეტად იყვნენ ჩართულნი რაიონულ ღონისძიებებში, სასკოლო პროექტებში, ლაშქრობებში, ექსკურსიებში, ოლიმპიადებში, რაც მთავარია პირბადეების მოხსნამ მეტი თავისუფლება მისცა მოსწავლეებსა და მშობლებს, რამაც გააუმჯობესა მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებასა და ღონისძიებებში.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- უფრო მეტად გახსნილები იყვნენ შვილებთან, ხელი შეუწყონ, რომ ბავშვებმა ნაკლები დრო დაუთმონ ტექნოლოგიების გამოყენებას და რაც შეიძლება მეტი იკითხონ სხვადასხვა სახის ლიტერატურა.

- სასწავლო წლის დასასრულს ...

- მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სჭირდებათ ნაყოფიერი დასვენება, რათა ახალი ენერგიით დაუბრუნდნენ ახალ სასწავლო წელს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება