სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყოველთვის გქონდეთ თქვენი სკოლის იმედი“- აფენის N2 სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
22-06-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლა გილოცავთ სკოლის დამთავრებას! აწ უკვე დაფრთიანებულო მერცხლებო, სკოლა მაქსიმალურად ეცადა მყარი ბაზისი შეექმნა თქვენთვის, ზედნაშენი თქვენზეა აწი!

ჩვენ გვჯერა და გვწამს თქვენი! თქვენი გულები ახლა სევდანარევი სიხარულითაა სავსე, სევდა დასრულებულ, უზრუნველ ბავშვობას მოაქვს ხოლო სიხარული ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. არასდროს დაკარგოთ თქვენს გულში მცხოვრები ონავარი ბავშვი, რომელიც ცხოვრების მრავალ უსიამოვნო თუ სასიამოვნო გამოცდას მარტივად დაგაძლევინებთ!

უპირობოდ გიყვარდეთ ადამიანები, მათი გამოცდა დროს მიანდეთ!

ამ ასაკში ყველაზე პროდუქტიულია თქვენი შემეცნების ზონა და არ დაკარგოთ არცერთი დღე, არც ერთი წამი სარგო ნაყოფის მიღების გარეშე!

გულწრფელი ღიმილი არ მოაკლოთ სამყაროს, გახსოვდეთ რომ ის ჯადოსნურ ჯოხს ჰგავს!

ყოველთვის გახსოვდეთ რომ თქვენ მარტო არასდროს ხართ, მაშინაც კი როცა მარტო ხართ, თქვენს უკან თქვენი ოჯახი, სკოლა, გულშემატკივარი ადამიანები არიან!

იოცნებეთ, ოღონდ ოცნება აზრად, აზრი კი მიზნად აქციეთ, დაუღალავი შრომით ნელი და სტაბილური ნაბიჯებით თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მწვერვალს!

არ დაკარგოთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს, ადამიანს ადამიანზე ძვირფასი არაფერი გააჩნია (12 წელი ქვას რომ უყურო ის შეგიყვარდება) თქვენ კი, ერთად გალიეთ ბავშვობის ტკბილი წლები, ეს მოგონებები დიდხანს გასაზრდოვებთ!

არ დაივიწყოთ თქვენი ალმა მატერი - თქვენი სკოლა და მასწავლებლები, მათ თქვენი ყოველი წარმატება, მისალმება ასაზრდოეებთ და არწმუნებთ რომ მათი შრომა ამაო არაა!

არასოდეს გაუშვათ შანსი ხელიდან იმეგობროთ კარგ ადამიანებთან, ახალ ადამიანებთან, სამყარო სავსეა კარგი ადამიანებით!

ნუ დაელოდებით მატარებელს იქ სადაც არც ბაქანია და არც რელსები! ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ გულს ბრაზი და წყენა მიაკაროთ!

შური გაშორებთ საკუთარ თავს, ადამიანებს და უფალს ამიტომ თქვენ თავად დაშორდით შურს! შურის გარეშე ცხოვრება ბედნიერების და განვითარების საწინდარია!

იყავით ლაღები, თავისუფლები არ შეგეშინდეთ სიახლის, სიახლე წამიწრად გრთგუნავს და გაურბი მაგრამ მას აუცილებლად მოაქვს პროგრესი!

ისწავლეთ აღმოჩენა, ადამიანების, ადგილების, ურთიერთობების, ეს მრავალფეროვანს გახდის თქვენ პიროვნებას!

განეშორეთ ამპარტავნებას და პატივმოყვარეობას, ის მალევე დაანგრევს კეთილშობილების კენჭებით ნაშენებ თქვენ პიროვნულ კარკასს!

იფიქრეთ ადამიანებზე, წარმოიდგინეთ თავი სხვების ადგილას სხვადასხვა სიტუაციაში, ასე დასკვნებს მარტივად გააკეთებთ და თავიდან აირიდებთ ადამიანების განაწყენებას!

იაზროვნეთ, ადამიანის მთავარი თვისება აზროვნებაა!

ნუ „იჭორავებთ“ ხშირად გაგონილიდან კი არა ნანახიდანაც არ შეიძლება დასკვნების სწრაფად გამოტანა!

უანგაროდ აკეთეთ სიკეთე, სამყაროს ჩუმი სიკეთე ატრიალებს!

არ არსებობს ცუდი ამინდი და ნუ დაკარგავთ წვიმიან დღეებს , მას უსამართლოდ აბრალებენ რომ ცუდია!

გზას დაგილოცავთ!

გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა ....

ყველა ზღაპარი სრულდება ბოლოს! - ზღაპარი კი ყოველთვის კეთილად სრულდება!

ყოველთვის გქონდეთ თქვენი სკოლის იმედი, აქ ყოველთვის გელიან!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

„მასწავლებლის გამოცდებზე 30 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, აქედან 15 ათასი მოქმედი პედაგოგია...“

საგრანტო კონკურსი ჩატარდება - ვის მიეცემა გამოცდაზე გასვლის უფლება და როგორ შეეხება ცვლილება კერძო უმაღლესებს

ვის ექნება უფლება ბაღის პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტაროს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს

 

 

 

სექტემბრიდან დამრიგებლები დამატებით 200 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად - რამდენ პედაგოგს შეეხება დამატებითი ანაზღაურება

პიროვნება

„განათლებული ხალხი სჭირდება სოფელს, რათა წელში გაიმართოს. მხარგაშლილი სოფელი კი ქვეყნის საყრდენია“

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

სკოლები

მოსწავლეებმა განხორციელებული აქტივობის და ნანახი ვიდეორგოლების მაგალითზე იმსჯელეს რა იწვევს ემოციის ცვლილებას

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და წარმოადგინეს ლამაზი ქორეოგრაფიული შემოქმედებითი ნომრები

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები სახალისო თამაშით გამოავლინეს

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება