სიახლეები
სკოლები

ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გამოფენით აღნიშნეს
23-03-2018
-
+


ილო მოსაშვილის სახელობის ვაქირის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას - „წინდა მინდა“ შეუერთდა. 

კამპანიის ფარგლებში სკოლის დირექტორმა, ბიოლოგიის მასწავლებელმა და სპეც მასწავლებელმა მოსწავლეებთან დაუნის სინდრომის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.   

სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატეს.   

მე–6, მე–7, მე–8 კლასის მოსწავლეებმა კი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ნახატების გამოფენა და ლექსები მიუძღვნეს.   

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.     

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები  სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
 
ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

NAEC-ის ახალი დირექტორის ხელფასი 9500 ლარი იქნება - წლიურად 7 მილიონი სსიპ-ის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება

ინტერვენციის გეგმის შემუშავების პრაქტიკული ასპექტები, ფორმა და შინაარსი - ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის

გაუქმდა სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების კანონში

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს“- აღნიშნეს მე-4 კლასის მოსწავლეებმა

მოსწავლე 2025 წლის საგნობრივ საშემოდგომო ჩემპიონატს დიდი შემართებით შეუერთდა და ბრწყინვალე შედეგიც აჩვენა

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება