| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N20 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.
კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.
მათ სკოლა დაემშვიდობა და წარმატება უსურვა.
„ჩვენი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ქალბატონი მარინა ჭელიძის სადამრიგებლო კლასის თვალხატულა გოგო-ბიჭებისთვის მშობლიური სკოლის ზარი ბოლოჯერ დაირეკა.
ამ დროს, ერთდროულად გვიპყრობს სიხარულიცა და სევდაც. ახლა, უკვე დიდები, ცხოვრების ბილიკებს დამოუკიდებლად შეუყვებიან და თავიანთ ანაბეჭდებს დატოვებენ.
გვინდა, ყოველთვის იკაშკაშოთ და ცხოვრებისეულ გამოწვევებს არასდროს შეუშინდეთ!
გისურვებთ წარმატებას, თქვენი ყველა მიზნის მიღწევასა და ოცნების ასრულებას!
დღეს არაფერი დამთავრებულა, პირიქით, ყველაფერი აქედან იწყება!
„ფანტასტიკურებო, დროა, სამყაროს ცეცხლი შეუნთოთ!"
წინ - უფრო დიდი გამოწვევებისკენ!
გვიგულეთ თქვენს ერთგულ გულშემატკივრად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ