სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა
21-06-2022
-
+


ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. 

არჩევნებმა მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. იყო ეფექტურად ადმინისტრირებული და გამჭირვალე. არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები. 

სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 20 ივნისს გაიმართა.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.

ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს,  სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

„მასწავლებლის გამოცდებზე 30 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, აქედან 15 ათასი მოქმედი პედაგოგია...“

საგრანტო კონკურსი ჩატარდება - ვის მიეცემა გამოცდაზე გასვლის უფლება და როგორ შეეხება ცვლილება კერძო უმაღლესებს

ვის ექნება უფლება ბაღის პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტაროს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს

 

 

 

პიროვნება

„განათლებული ხალხი სჭირდება სოფელს, რათა წელში გაიმართოს. მხარგაშლილი სოფელი კი ქვეყნის საყრდენია“

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

სკოლები

„ეს დღე მათთვის იყო როგორც სულიერი განწმენდის, ისე შემეცნებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა“

 

მოსწავლეებმა განხორციელებული აქტივობის და ნანახი ვიდეორგოლების მაგალითზე იმსჯელეს რა იწვევს ემოციის ცვლილებას

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება