სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
20-06-2022
-
+


თბილისის N103 სკოლის მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წელს სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი გამორჩეული კი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის „დავითიანნის“ ორგანიზებული კონკურსი „ჩემი წიგნი“ გახლდათ.

კონკურსში IXა კლასის მოსწავლეები: ელენე ჭანკოტაძე, ვაჟა ბაგრატაშვილი, მარიამ კაკულია, მარიამ ვართუმაშვილი და ნანუკა მოწონელიძე მონაწილეობდნენ.

კონკურსის პირობის მიხედვით, მოსწავლეებმა შექმნეს ვირტუალური წიგნის - „ხილვა დავით გურამიშვილისა“ - ყდა და წინასიტყვაობა, რომელშიც აღწერილია მომავალი წიგნის შინაარსი და პრობლემატიკა.

ხელმძღვანელი კი ლალი წიკლაური გახლდათ.

ნამუშევარი ფინალურ ეტაპზე გადავიდა და 10 ივნისს ჟიურისა და სხვა  გამარჯვებული პროექტების ავტორებისა, კომპეტენტური ჟიურის, დაინტერესებული საზოგადოების წინაშე წარდგა.

„ე. ჭანკოტაძემ, ვ. ბაგრატაშვილმა, ნ. მოწონელიძემ წარადგინეს პროექტი, უპასუხეს ჟიურის კითხვებს და მიიღეს სასარგებლო რჩევები წიგნის შექმნის სფეროში; დაჯილდოვდნენ სიგელებით და დაიმსახურეს სამახსოვრო საჩუქარი ჟიურისგან - საინტერესოდ გაფორმებული წიგნი აკ. წერეთელი “გამზრდელი“ და გია მურღულიას „საფარ-ბეგის აღსარება“.

მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ბ-ნ არჩილ ჩხაიძეს და მთელ დირექციას თანადგომისთვის!

მოსწავლეებს ვულოცავთ და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება