| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს - სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აქტივობებითა და სასწავლო რესურსით.
მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია VIIგ კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი მაია ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა გახლდათ - „საქართველოს დაკარგული ოაზისი“ (აფხაზეთი ჩვენი ტკივილია).
გაკვეთილს ესწრებოდა კლასის დამრიგებელი შ. დანელია და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები - ბელა სვანიძე, ინგა ხაჟომია.
„მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თემისადმი ინტერესი, წაიკითხეს ესეები, მისწერეს წერილი „ჭკვიან უფროსებს“ და გადადგეს 9 ნაბიჯი, შექმნეს გეგმა, რომლის მიხედვითაც შეიცვლებოდა აფხაზეთის „ბედი“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ