სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასწავლო წელი დავაგვირგვინეთ პატარა მათემატიკოსების შერკინებით“- თბილისის N133 სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
20-06-2022
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა. 

ის პროექტის „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“ ფარგლებში გაიმართა. შეჯიბრი 6 ეტაპად მიმდინარეობდა, ბოლოს, გამარჯვებული გუნდი ჟიურიმ გამოავლინა. 

აღსანიშნავია, რომ ყოველი ეტაპი მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით იყო გაფორმებული. 

მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

თამაშის ბოლოს კალიგრაფიის და კითხვის კონკურსში გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ .

„სასწავლო წელი დავაგვირგვინეთ პატარა მათემატიკოსების შერკინებით.
ამ პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება, ცოდნის გაღრმავება, დაკვირვების, პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების, ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება .პატარა მათემატიკოსები შეეჭიდნენ რთულ ამოცანებს და დასახეს ოპტიმალური გზები მათ ამოსახსნელად. ლოგიკური, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე გამოიტანეს სწორი დასკვნები.
ბოლოს ჩვენმა ძვირფასმა ჟიურიმ ხათუნა და შორენა მასწავლებლებმა გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი. უღრმესი მადლობა საყვარელ გოგოებს თანადგომისთვის. შთამბეჭდავი იყო დედიკოების ჩართულობა. დიდი მადლობა, საყვარელო ,მზრუნველო დედიკოებო. თამაშმა ,,კომპლიმენტების და მინიშნებების წვიმამ" კიდევ უფრო გაახალისა ჩემი მზეები. თამაშის ბოლოს სიგელებით დაჯილდოვდნენ კალიგრაფიის და კითხვის კონკურსში გამარჯვებულები. დიდი მადლობა ნანა, თამუნა, მარიკა და მაიკო მასწავლებლებს მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის.
ჩემო მზეებო, გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თავდაუზოგავი შრომისთვის. თქვენ ხომ უამრავი პროექტი განახორციელეთ. ამიტომ თქვენ ყველანი გამარჯვებულები ხართ. იმედი მაქვს. ღირსეულად გააგრძელებთ გზას ცოდნის მწვერვალებისაკენ. ვამაყობ თქვენით ძალიან ძალიან მიყვარხართ“,- წერს პედაგოგი თამარ ხორბალაძე. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება