სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იფარის საჯარო სკოლის მოსწავლის, მალხაზ გულბანის ნოველა კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვდა
20-06-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წელს, როგორც ყოველთვის სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.

სკოლამ ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლის, მალხაზ გულბანის სახელზე კონკურსში ნოველა - „პირბადიანი პირები“ გააგზავნა და საუკეთესო ათეულში მოხვდა.

„წლის წარმატებული სიტყვა. გაზეთმა „ახალმა განათლებამ“ 2021- 2022 სასწავლო წელს, კონკრეტულად კი ნოემბრის თვეში, გამოაცხადა კონკურსი თემაზე - „დაწერე ნოველა“. ღონისძიების შესახებ, რომელზეც მთელი საქართველოს სკოლებს ეუწყათ, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდა ჩვენთვისაც - იფარის საჯარო სკოლისთვისაც.

როგორც რამდენიმედღიანი ფიქრის, მსჯელობისა და მასწავლებელ - მოსწავლეებს შორის აზრთა ურთიერთგაზიარების შედეგობრიობის ნობათი, ჩვენმა სკოლამ IX კლასელი მალხაზ გულბანის სახელზე გააგზავნა ნოველა - „პირბადიანი პირები“.

ნოველა მოხვდა საუკეთესო ათეულში, ხოლო საბოლოო შეფასება მას მისცა თავად გაზეთ „ახალი განათლების“ რედაქციამ, რომელმაც იგი თავის მეორე რჩეულად დაასახელა.

პ.ს. საწყისი პირობის მიხედვით მას უნდა ჰყოლოდა მხოლოდ ერთი რჩეული! - 

მე, ირმა ივანიაძე, როგორც უშუალო ხელმძღვანელი და მასწავლებელი მალხაზ გულბანისა, მადლობელი ვარ გაზეთ „ახალი განათლების“ რედაქციის და იმ ჟიურისა, ვინც კიდევ უფრო სათანადოდ შეაფასა იფარის სკოლის საკმაოდ შინაარსიანი ნოველა - „პირბადიანი პირები“.

მალხაზ გულბანს საჩუქრად გადაეცა ფრიად ძვირფასი წიგნი - ვახუშტი ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „საქართველოს ისტორიის ატლასი“ და ელექტრონული სიგელი; ნოველა კი სხვა გამარჯვებულ ნოველებთან ერთად დაიბეჭდა ისევ გაზეთ „ახალი განათლების“ ფურცლებზე“, - წერს ირმა ივანიაძე.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება