სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს დღე დროში მოგზაურობას ჰგავდა“- აფენის N2 სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური 
20-06-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანანურის ყორღანები მოინახულეს. 

ვიზიტი სასკოლო პროექტის ფარგლებში გაიმართა. მათ ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა დავით ყვავაძემ უმასპინძლა.

მოსწავლეებმა გარემო დიდი ინტერესით დაათვალიერეს, ცოდნა განიმტკიცეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

ისინი აქტივობაში მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„სკოლის საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემეცნებით, აღტაცებით და თავგადასავლებით სავსე დღე იყო. სასკოლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ ანანაურის ყორღანებზე. საქართველოს და მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს „კულტურული მემკვიდრეობის კვარცხლბეგზე“ მეგზურობა, მასპინძლობა, ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ბატონმა დავით ყვავაძემ გაუწიათ, რისთვისაც სასკოლო საზოგადების სახელით უღრმეს მადლობას მოვახსენებთ, მადლობა მხარდაჭერისთვის, ცოდნის გაზიარებისთვის.
სამაგალითო, განსაკუთრებით ნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ამ რანგის მეცნიერთან ურთიერთობა, სახელდება ყორღანებისა „ანანაურის ყორღანები“ სწორედ ბატონი დავითის დამსახურებაა ...
მოსწავლეებმა მოინახულეს გაუხსნელი ყორღანი, სრულად დაინახეს მისი სიდიადე, გააცნობიერეს არსი, დანიშნულება, ასევე მოინახულეს გახსნილი ყორღანი, რამაც კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე .. დღევადელი დღე დროში მოგზაურობას ჰგავდა ... საინტერესო და აღმაფრთოვანებელია ფაქტი რომ შენს ფერხთით 44 საუკუნის წინადელი ,,ცოცხალი''ისტორიაა.
ალაზნის პირას 70 მდე ყორღანი (გორასამარხია) აღწერილი ანანაურის ძვ.წ. 2400 წლის ყორღანი საქართველოში განსაკუთრებული აღმოჩენებით გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ აქ ნაპოვნი იქნა უამრავი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ნივთი მსოფლიო არქეოლოგიიისთვის, ასევე აღმოაჩინეს კარგად შემონახული ხილი, რომელმაც 44 საუკუნეს გაუძლო. საქმე იმაშია, რომ ეს ხილი თაფლთან ერთად იყო ჩამარხული. თაფლში მოთავსებამ კი ის ბაქტერიებისგან დაიცვა. თაფლს აქვს უნარი საუკუნეების განმავლობაში შეინახოს ბიოლოგიური სუბსტრატი ვინაიდან ის ბაქტერიებდან წყალს იწოვს და ამ გზით კლავს მათ.
ამ ყორღანში ასევე აღმოჩნდა თაფლში მუმიფიცირებული ბელადების გვამები. ადრე ბრინჯაოს ხანის ყორღანში ასევე იპოვეს 3 დასაკრძალი ურემი და ქარვის სამკაული. ექსპედიციის წევრების თქმით დაახლოებით 40 წელია, რაც ასეთი მასშტაბის სამარხი საქართველოში და მსოფლიოშიც არ შესწავლილა ადრებრინჯაოს ხანის სამარხის მნიშვნელობას იქ აღმოჩენილი გათაფლული თავის ქალები, რაც მუმიფიცირების ერთგვარ სახესხვაობას წარმოადგენს, ქარვის მძივი და ყორღანში დაცული მიცვალებულის 3 ეტლი ზრდის.
ტომის ბელადის კუთვნილ ყორღანს სავარაუდოდ რამდენიმე ტომის მოსახლეობა ერთობლივი ძალებით აშენებდა. სიდიდის და მასშტაბურობის გამო შესაძლოა ყორღანის მშენებლობა რამდენიმე თვეც კი გაგრძელდა იმ ხანებში. სამარხში სულ 7 მიცვალებულის ნეშთი იქნა აღმოჩენილი, რომლებიც მუმიფიცირებულნი იყვნენ.
ეს ყორღანი განსაკუთებული იმითაცაა, რომ ყოველ ყორღანში მსოფლიოს მასშტაბით როგორც წესი მხოლოდ 1 მიცვალებულის - ბელადის ეტლი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამ ყორღანში კი 3 ეტლია. ეტლებზე სულ 4 გვამი იყო დასვენებული. ხოლო ეტლების ქვეშ კი 3 ჩონჩხი აღმოაჩინეს, რაც არქეოლოგებს აფიქრებინებს, რომ ეს იყო მონების და მსახურების ცონცხებია რომლებიც ბელადს ჩააყოლეს რათა იმქვეყნადაც მომსახურებოდა მას.
საქართველოში ქარვა არ მოიპოვება, თუმცა ანანაურის სამარხში ქარვის მძივია დაცული, რომელიც სავარაუდოდ შემოტანილი უნდა იყოს. ეს არის პირველი აღმოჩენილი ქარვის მძივი მთელს წინა აზიაში.
ანანაურის ყორღანის დიამეტრი 100 მეტრია, ხოლო სიმაღლე 12 მეტრი. ის კახეთში, ქალაქ ლაგოდეხის ახლოს მდებარე სოფელ ჭაბუკიანის მახლობლად, მდინარე ალაზნის ჭალაში მდებარეობს. ყორღანები ადრებინჯაოს ხანაში ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში (ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე) იყო გავრცელებული ევრაზიაში და მათ შორის საქართველოშიც და მაშინდელი არისტოკრატიის სამუდამო განსასვენებლებად იგებოდა. ყორღანი მრგვალი, გორაკის ფორმის, მიწით დაფარული საფლავი იყო, რომლის ცენტრში მოთავსებულ კამერაში მიცვალებული იყო დასვენებული. ყორღანის სიდიდე იმ მიცვალებულის სიძლიერეზე მეტყველებდა, ვისთვისაც იგი შენდებოდა.
ანანაური N3-ის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, როდესაც მიმდინარეობდა ანანაური N1 და ნანაური N2 ყორღანების შესწავლა. ექსპედიციამ 2012 წლის 5 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე იმუშავა. თავდაპირველად გორაკის თავი ხეებისა და ბუჩქნარებისგან გაწმინდეს. რომლის ქვეშაც თიხა ფენა-ფენა იყო დაყრილი 44 საუკუნისწინანდელი მშენებლების მიერ. თიხის ქვეშ მოწითალო-მოოქროსფრო ბუნებრივი საღებავი ოქრა და ნაფოტები იყო დაყრილი. მოედანს, რომელშიც მიცვალებულები იყვნენ მოთავსებულნი, ხის მორების 2 მწკრივი და მათ შორის მოთავსებული ჭილოფის ნაჭერი ჰქონდა სახურავად.
აღნიშნული ყორღანი მდიდარია შალისა და თექის ნაქსოვი ტექსტილით. როგორც ჩანს სამარხი ორჯერ გაუძარცვავთ. ამას 2 გვირაბი მოწმობს, რომელიც არქეოლოგთა აზრით მძარცველებმა გაიყვანეს. როგორც ჩანს სამარხი ბრინჯაოს ხანაშივეა გაძარცული. ქურდობის მიუხედავად არქეოლოგებმა 27 ნივთს მიაკვლიეს, რომელთა შორისაც უმეტესად სამკაულების ნარჩენებია. ერთ-ერთი საკიდის ორნამენტები ძალიან ჰგავს წნორის ყორღანში აღმოჩენილი ლომის ქანდაკების ორნამენტს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფოტოზე აღბეჭდილი ყორღანზე აღმოჩენილი სვეტის, კირქვაში შესრულებული ძირი რომელიც მოგვიანებით პერიოდში წარჩინებულ ან ,,სახელმწიფო მოხელის'' დარბაზული სასახლის ნაშთს წარმოადგენს რომელზეც სვეტს ხის მსხვილი ძელი აგრძელებდა .
ნაყოფიერი დღე კიდევ და კიდევ მადლობა ბატონ დავით ყვავაძეს, დირექციას, მოსწავლეებს და მასწავლებლებს ქვემიმართულების ხელმძღვანელ იზოლდა მჭედლიძეს, მაია ბატიაშვილს, გიორგი ბიბილაშვილს
(მშობელს და მასწავლებელს) ეკატერინე კოჩაძეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ეროვნულებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან დაიწყება - NAEC

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონსი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო 

სამუშაოს დაწყების გამო სტატუსი 205 მოსწავლეს შეუწყდა - 2025 წელს ჯამში სტატუსი 8614 მოსწავლეს შეუწყდა ან შეუჩერდა - დეტალური ანგარიში

„დაევალოს განათლების სამინისტროს, თანხები საბანკო ანგარიშებზე გადარიცხოს“...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა ინგლისურ და ქართულ ენებზე ისაუბრეს დედობისა და დედის სიყვარულის მნიშვნელობის შესახებ

პროგრამის მთავარი ნაწილი დაეთმო ევროპული ინსტიტუტების გაცნობას

მე-5 კლასელებმა საკითხის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და პლაკატები შექმნეს

„გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას“

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება