| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეების კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.
მე-10 კლასის მოსწავლეები - მარიამ ღვინაშვილი და ლიზი შავლიაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ინიცირებულ ესეების კონკურსში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ.
ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნულ კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს და შესაბამისი დიპლომებითაც დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეთა ისტორიის პედაგოგი ზეინაბ ვარაზაშვილი გახლავთ.
მარიამი და ლიზი ასევე დასაჩუქრდნენ საქართველოს ისტორიის საკოლექციო წიგნებით, რომლებიც მათ ზეინაბ მასწავლებელმა უსახსოვრა.
დიპლომები და წიგნები გამარჯვებულთ სკოლის დირექტორმა, ნინო ხარატიშვილმა გადასცა.
„ულევ წარმატებას ვუსურვებთ პედაგოგსა და მოსწავლეებს!“,-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ