სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველო თამარ მეფის ეპოქაში“ - ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
17-06-2022
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში  სასწავლო წლის განმავლობასი მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო, მნიშვნელოვანი და შემეცნებითი აქტივობები იმართებოდა.

არაერთი მრავალფეროვან ღონისძიებების ფარგლებში აღსანიშნავი იყო თამარ მეფისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სამეცნიერო კონფერენციით - „საქართველო თამარ მეფის ეპოქაში“ დაიწყო.

კვირეული სკოლის დირექტორის მოადგილე ლია კუხიანიძემ გახსნა, რომელმაც მოკლედ ისაუბრა კვირეულის მიზან-მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვა მონაწილეებს.

პროექტის ხელმძღვანელმა და მასწავლებელმა, კახაბერ ტყეშელაშვილმა პროექტის არსი წარადგინა და სიტყვა მოსწავლეებს მისცა.

მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა: ზურაბ მურადიანმა, ელენე უშხვანმა, დიანა დოგუზოვამ, თეკლა მაღლაკელიძემ, ნუცა ხელაძემ, გიორგი აპლაკოვმა, სანდრო ჩეჩელაშვილმა, გიორგი ლობჟანიძემ, გიორგი მიმინოშვილმა, ნინო გოგიამ, სალომე ხუციშვილმა, ბარბარე კუჭავამ, ელენე ჩიტიძემ, მარიამ ხარატიშვილმა, ანა კაპანაძემ, დიანა ბალანჩივაძემ და შოთა ბუსხრიკიძემ ძალზე საინტერესოდ ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:

  • „ცნობები თამარ მეფის შესახებ“;
  • „თამარის მეფობის წინა პერიოდი“;
  • „თამარის გამეფება“;
  • „თამარის ქორწინება“;
  • „ბრძოლები თამარის ეპოქაში“;
  • „სახელმწიფო და სოციალური მოწყობა“;
  • „ეკონომიკური განვითარება“;
  • „განათლება და კულტურა“;
  • „თამარის ფრესკები“;
  • „თამარის პიროვნება“.
მოსწავლეებმა გამოავლინეს არა მარტო საკითხის ცოდნა, არამედ კარგი სალიტერატურო ქართულითა და ორატორული ნიჭითაც მოახდინეს შთაბეჭდილება. კონფერენციის დასასრულს მასწავლებლებმა წარმატებები უსურვეს პროექტში მონაწილე მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ კვირეული წარმატებით დასრულდა და სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი წარმატებული ფურცელი ჩაიწერა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება