სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქოსალარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები მოიპოვეს
17-06-2022
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებმა - რაქსანა კაჯაროვმა (IX კლასი), აისელ საფაროვმა (IX კლასი) და ნერმინ ბუდაგოვამ (VIII კლასი) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

16 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი თეთრიწყაროელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 63 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 17 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 
 
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება