სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საუნივერსიტეტო სივრცე სკოლას დაუახლოვდება“ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახალ ინიციატივაზე საუბრობს
23-03-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მალე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში უნივერსიტეტის პროფესორები დამატებით, არასტანდარტულ და სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებენ. პროექტ „ევრიკას“ შესახებ მინისტრმა გადაცემა „დიდ შესვენებაში“ ისაუბრა. 

მისივე თქმით, აღნიშნული გაკვეთილები მოსწავლეებს დაეხმარება, რომ ესა თუ ის პროფესია დეტალურად შეისწავლონ და არჩევანის გაკეთების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ:

„ახალი პროექტი „ევრიკა, დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებული იქნება. პროექტის არსი შემდეგია - მოხდება საუნივერსიტეტო სივრცის სკოლასთან დაახლოება. ჩვენ ვთხოვთ წამყვან მეცნიერებს, რომ დამატებითი, არასტანდარტული, სახალისო გაკვეთილები ჩაატარონ თითოეულ დარგში. ჩვენ გვინდა მოვიცვათ, საქართველოს ყველა სკოლა, როგორც საჯარო ასევე - კერძო. სკოლებში ონლაინ-რეჟიმში „ლაივსტრიმის“ საშუალებით, ჩატარდება გაკვეთილები. პროფესორები ბავშვებისთვის გასაგენ ენაზე ახსნიან თითოეული დარგის ხიბლს, საინტერესო შემოქმედებით ასპექტებს, რომ მოსწავლეებში გაიღვიძოს მეცნიერებისადმი ინტერესმა, შემოქმედებითი აზროვნებს წყურვილმა. ბავშვებმა თავიანთ თავში უნდა აღმოაჩინონ ის ნიჭი, რომელიც თურმე მათ გააჩნიათ, ამა თუ იმ დარგში,“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება